"როგორც კატა ტომარაში, ისეთი სიტუაციაა" - ავერჩენკო ზარიასა და ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე ყაზახეთში

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ევგერნი ავერჩენკო გიორგი ზარიას "ქაირათში" ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც იცით, 26 წლის ნახევარმცველმა ბათუმის "დინამოდან" ყაზახეთს მიაშურა და ახალ გუნდთან 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

"მიმაჩნია, რომ საქართველოს და სომხეთის ჩემპიონატები ყაზახეთის ჩემპიონატზე უარესია. ქართველი და სომეხი ფეხბურთელები, რომლებიც ყაზახეთში ჩამოდიან სათამაშოდ, როგორც კატები ტომარაში, ისე არიან.

მათ შეუძლიათ ბრწყინვალედ ითამაშონ ან საერთოდ არ წაუვიდეთ თამაში. ძირითადად შემტევი ფეხბურთელები ჩამოდიან, რომლებიც მოედანზე თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. რადგან ზარია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგი მოთამაშეა", -
ციტრებს ავერჩენკოს Gooal.kz. 
მკითხველის კომენტარები / 7 /
ახია... სად მიდიხარ, რომ მიდიხარ?.. საქართველოს ჩემპიონატი მოიგე და გაისად ლიგაზე ითამაშებ, რატო უნდა წახვიდე ყაზახეთის #4 გუნდში?.. თუ წასვლაა მესმის წახვიდე დასავლეთისკენ ან ითამაშო გაისად უკეთეს ტურნირზე
...
Irakli Apkhaidze
14:59 29-12-2023
7
ზარია ხასიათის ფეხბურთელია)შეიძლება დღეს დაგლიჯოს,შემდეგ ორი სამი თამაში ჩააგდოს.იმედია ვცდები მაგრამ მგონია სათადარიგო სკამს გაუკეთებს ,,პოლიროვკას,,))
გიუშა
17:16 29-12-2023
6

სიახლეები პოპულარული