კვარაცხელიას კონტრაქტი "ნაპოლისთან" ჯერ არ გახანგრძლივდება - Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე, როგორ ცდილობდა ჯუღელი დე ლაურენტისთან შეხვედრას და რატომ მოუწია მას საქართველოში დაბრუნება

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

წყაროს ცნობით, მამუკა ჯუღელს ამის იმედი სეზონის დასაწყისში ჰქონდა, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია.

"კვარაცხელიას ბევრი ტოპ-ევროპული კლუბი აქებს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული სატრანსფერო ინიციატივა არ ჩანს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ხვიჩას "რეალი", "ბაიერნი" და "ბარსელონა" აკვირდებიან, თუმცა არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეს კლუბები "ნაპოლის" ან ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს გაესაუბრნენ.

ჯუღელს კარგად ესმის, რომ დე
ლაურენტისთან ურთიერთობის საუკეთესო გზა არის ის, რომ მას არაფერი აიძულო. მან არაპირდაპირი გზით სცადა პრეზიდენტთან შეხვედრა.

მან მთელი აგვისტო ნეაპოლში გაატარა და პირველ რამდენიმე თამაშსაც დაესწრო იმ იმედით, რომ დე ლაურენტისი მას მიიღებდა.

კარგი იქნებოდა, თუ ახალი კონტრაქტის დეტალები თეორიულად მაინც იქნებოდა განხილული, მაგრამ არა მხოლოდ შეხვედრა არ შემდგარა, არამედ კლუბმა იმის უფლებაც მისცა საკუთარ თავს, რომ ახალი კონტრაქტის შესახებ არსებული ყოველგვარი მოლაპარაკება უარეყო. ამიტომ ჯუღელი საქართველოში დაბრუნდა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო", - წერს Gazzetta dello Sport-ი.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩა ორივე ფეხით კარგად ურტყამს!
მარჯვენათი პანღური ჯუღელს )
მარცხენათი პანღური დე ლაურენტის )

და გზა ოქროს ბურთისკენ გახსნილია!!!
გია_544
14:06 29-12-2023
6
უბრალოდ შეხედეთ, რას ჰგავს ეს ე.წ. აგენტი.
სირცხვილია, რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს ასეთი "აგენტი" წარმოადგენს ევროპაში.
ქ. გ.
14:04 29-12-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული