ჩაკვეტაძის 78 წუთი, დადებითი შეფასება და კაცნაკლული "უოტფორდის" ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 25-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „სტოკს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ქართველმა 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში დადებითად შეაფასეს:

Flashscore 7.1, Whoscored 7.0, sofascore 7.0.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 52-ე წუთზე „უოტფორდის“ თავდამსხმელი ვაკუნ ბაიო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

„უოტფორდი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა, პლე-ოფის ზონას 4 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 1-ელ იანვარს გასვლაზე „პლიმუთთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სტოკი
1:1

გოლები: 1:0 ლივერმორი (15), 1:1 მაე (34)
გაძევება: ბაიო (52, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვუყურე და მშვენივრად გამოიყურებოდა. ბოლოსკენ აშკარად დაიღალა და ფაქტია კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს ფიზიკაზე და ეს ჩემზე კარგად იცის. ნახევარდაცვითან შეტევაში ბურთს ლამაზად და სხარტად ანაწილებდა. ხარიხასაც გაარტყა ბურთი, როცა შორიდან და ლამაზად გაუშვა.
შეცდომებიც ჰქონდა, მაგრამ ფაქტია ძალიან სწორ გზაზეა და უდიდესი წარმატებები.
უკვე ამდენი წელია ვუყურებ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ.
ლევან
03:58 30-12-2023
0
ვუყურე თამაშს,მშვენივრად გამოიყურებოდა, კარგ პასებს არიგებდა.ბოლოსკენ თითქოს დაიღალა...იმედია ძირითადში ჩაჯდება.
წარმატებები ჩაკვეს.
ქობულეთიდან
09:44 30-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული