მაცარი: კვარაცხელიას რაგბის ეთამაშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს

AutoSharing Option
"მონცასთან" საკუთარ მოედანზე ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ, DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გააკეთა:

"დღეს 6 მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ანგისამ 4 მეტრიდან ვერ გაიტანა. კვარაცხელია ცენტრალურ ზონაში გამოვცადეთ, კარგად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, მომენტი მანაც ვერ გამოიყენა. ვცდილობთ რაღაც ახალი გამოვიგონოთ, რადგან ის მუდმივად წნეხის ქვეშაა. ფეხებში ურტყავენ და კარგი იქნება თუ მის წინააღმდეგ მცველების უხეშობას მსაჯები დაინახავენ. ხანდახან მგონია, რაგბის ეთამაშებიან.

რატომ გამაძევეს? მსაჯთან მივედი და ვუთხარი, კვარაცხელიას უწყვეტად ეუხეშებიან, მისმა ორმა მეურვემ  ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა წითელი
- არავინ. ამიტომ გავბრაზდი და გამაძევეს. შევჩივლე, რომ ამ ბიჭს ყველანაირად ეუხეშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს. ამით ისიც იღლება. ქულებს ჩვენი ნაკლოვანებების გარდა ამიტომაც ვკარგავთ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ ა სერიაში უკვე ფართოდ მიღებული პრაქიტიკად დამკვიდრდა ხვიცას გასაჩერებლად საფეხბურთო მეთოდებთან ერთად არა საფეხბურთო მეთოდების დაკანონებაც. ეს იმაზე მიუთითებს რა მაგარი ბიჭი გვყავს ჩვენი ხვიჩუკას სახით, მაგრამ მეორე ის არის 22 წლის ბიჭი სისტემატიურად მძიმე ტრამვის მიღების სტრესის ქვეშ თამაშობს, რომელმაც ფეხბურთს შეიძლება კაი ხნით ჩამოაშოროს. წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას. მაგრამ მეტოქის გათვლაც ხო სწორედ ეგ არის, რო დაშინდება ბოლო ბოლო. ნაწილობრივ მაინც (საიტებმა მაინც მაღალი შეფასებები მისცეს!) აღწევენ კიდეც ამას. ასე რომ იღბალი ვუსურვოთ ჩვენს ხვიჩუკას!
გიორგი
17:25 30-12-2023
4
ხანდახან ალბათ აჯობებს მეკარესთან პირისპირ გასულმა ტექნიკური დარტყმის მაგივრად უფრო ძალისმიერი დარტყმა შეასრულოს.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული