"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა შეხვედრის შემდეგ BBC-სთან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი შესანიშნავი ფეხბურთელია.
"ჩაკვეტაძეს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რათა მეტოქესთან განსხვავება შექმნას, შესანიშნავი ფეხბურთელია. იმედგაცრუებული იყო, რადგან თამაში ხშირად არ უწევდა, თუმცა პირობა მივეცი, რომ მეტ დროს მიიღებდა, ეს ნათლად ასახავს, თუ რამდენი კარგი მოთამაშე გვყავს", - განაცხადა ისმაელმა.
შეგახსენებთ, ""უოტფორდი" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
ჩაკვეტაძის 78 წუთი, დადებითი შეფასება და კაცნაკლული "უოტფორდის" ფრე [VIDEO]