"ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის 25-ე ტურში "უოტფორდმა" "სტოკს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა შეხვედრის შემდეგ BBC-სთან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი შესანიშნავი ფეხბურთელია.

"ჩაკვეტაძეს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რათა მეტოქესთან განსხვავება შექმნას, შესანიშნავი ფეხბურთელია. იმედგაცრუებული იყო, რადგან თამაში ხშირად არ უწევდა, თუმცა პირობა მივეცი, რომ მეტ დროს მიიღებდა, ეს ნათლად ასახავს, თუ რამდენი კარგი მოთამაშე გვყავს", - განაცხადა ისმაელმა.

შეგახსენებთ, ""უოტფორდი" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

altჩაკვეტაძის 78 წუთი, დადებითი შეფასება და

კაცნაკლული "უოტფორდის" ფრე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი გიო შენ მეტი შეგიძლია მეტი ვარჯიში მეტი თავდადება ყველას უყვარხარრ.
გია
06 იანვარი 2024 13:35
0
მიდი გიორგი მიდი შებერე მაგარი ბიჭი ხარ უფრო მეტი შეგიძლია ბევრად.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ ამინ ამინ
კაკო
31 დეკემბერი 2023 12:29
0
მაგარი ხარ გიო!
დიმო
31 დეკემბერი 2023 04:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული