ჩემპიონშიფის 26-ე ტურში "უოტფორდი" "პლიმუთს" ესტუმრა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
"ირმების" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 გაატარა.
მე-11 წუთზე "უოტფორდი" ედუ კაიემბემ დააწინაურა. ამის შემდეგ "პლიმუთი" გააქტიურდა და მე-20 წუთზე ფინ აზაზმა ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.
27-ე წუთზე "პლიმუთმა" კონტრშეტევისას წინ გასვლა მოახერხა, მორგან უიტეკერის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. 38-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ქუსლით პასი ისმაილ კონეს დაუტოვა და კანადელმაც ულამაზესი შორეული დარტყმით მეტოქესთან სხვაობა აღადგინა.
42-ე წუთზე "უოტფორდის" მეკარის შეცდომით რაიან ჰარდიმ ისარგებლა და "პლიმუთი"
მეორე ტაიმში ვალერიან ისმაელის გუნდი გააქტიურდა და 57-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ "უოტფორდმა" ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
ამრიგად, "უოტფორდი" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, ვალერიენ ისმაილის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 6 იანვარს, "ჩესტერფილდის" წინააღმდეგ გამართავს.
"ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი
ჩაკვეტაძემ შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა - "უოტფორდი" მაინც დამარცხდა [VIDEO]
"გიორგი ჩაკვეტაძესა და შოთა არველაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა" - Geo Team-ი დეტალებზე წერს