L'Equipe: მიქაუტაძე "მეცში" სამედიცინო შემოწმებას გადის, თუმცა კლუბები ერთ დეტალზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძე "მეცში" სამედიცინო შემოწმებას გადის. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგულ კლუბს გარიგების დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს, რათა მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მომდევნო ტურში თამაში შეძლოს.

ექნება თუ არა "მეცს" მიქაუტაძის გამოსყიდვის უფლება, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, მხარეები სწორედ ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" გასულ ზაფხულს, სწორედ "მეციდან", 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

altგიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში ბრუნდება - პირობები ცნობილია

alt"გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ წავიდა

"მეციდან" - კობიაშვილმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

altმიქაუტაძესთან დაკავშირებით, გულახდილი ვიქნები..." - "მეცის" პრეზიდენტმა ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
2024 წელი უნდა გახდეს იღბლიანი ჩვენი წამყვანი ფეხბურთელებისთვის.
ქ. გ.
17:28 03-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული