"ნაპოლიში" სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს და ახალ წელს გუნდი შეცვლილი სახით ითამაშებს. ეს ეხება როგორც შემადგენლობას, ასევე ტაქტიკურ სქემას.
"სალერნიტანას" 28 წლის მცველმა პასკუალე მაცოკიმ რომის ვილა სტიუარტის კლინიკაში დღეს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მალე ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ის გუნდს ხვალ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე შეუერთდება.
ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა პრობლემები წარმოიქმნა. Sport Mediaset-ის ცნობით, "ნაპოლი" მზადაა ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 2 მილიონი ევრო დაუნიშნოს, მაგრამ საქმეში მისი მამა ჩაერია, რომელიც თავისი შვილისთვის 2.5-მილიონიან ანაზღაურებას
ითხოვს.
calcionapoli24 იტყობინება, რომ უკვე 7 იანვარს "ტორინოსთან" მატჩში "ნაპოლი" ახალი სქემით (3-5-2, რომელიც თავდაცვისას ტრანსფორმირდება) და შემადგენლობით ითამაშებს.