კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - გოგლიჩიძე მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ტორპედოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა, დი მარციოს მტკიცებით, ის მალე "ემპოლიში" გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგლიჩიძის ტრანსფერზე "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ასეთები არცხვენენ მერე ქართულ ფეხბურთს.ითამაშოს იმ ტორპედოში გაერთონ მოყვარულები ტორპედოსი.ისე ტორპედო თავის გულშემატკივრებიანად მეხუთე ლიგას მოუხდება
19
Ყველაზე საინტერესო ამ ტრანსფერში ისაა რომ ქუთაისის ტორპედოს აღზრდილია ეს ბიჭი. Ქუთაისიდან ასათიანის შემდეგ პრაქტიკულად არავინ არ წამოსულა, მხოლოდ ლოკალური დონის კადრები თუ იყვნენ.
Მაყურებელი
12:07 04-01-2024
4

სიახლეები პოპულარული