ცნობილია, რა თანხას მიიღებს ქუთაისის "ტორპედო" გოგლიჩიძის ტრანსფერიდან

AutoSharing Option
გუშინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ტორპედოს" ახალგაზრდა მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას "ემპოლიში" გააგრძელებს.

Geo Team-ის ცნობით, ქუთაისური კლუბი 19 წლის ფეხბურთელში 450 000 ევროს მიიღებს, თუმცა ეს არა სატრანსფერო, არამედ აღზრდის საფასური იქნება.

"19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე იტალიაში კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს. შესაბამისად, "ტორპედო" სატრანსფერო თანხას ფეხბურთელში ვერ მიიღებს.
ამის მიუხედავად, იტალიური კლუბისგან ქართულ კლუბს თანხა მაინც შეხვდება. საბა გოგლიჩიძე ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია. შესაბამისად, კლუბი, რომელთანაც საბა კონტრაქტს გააფორმებს, ქართულ გუნდს ფეხბურთელის აღზრდის
საფასურად 450,000 ევროს გადაუხდის." - წერს Geo Team-ი.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, გოგლიჩიძის დამატებით არა მხოლოდ "ემპოლი", არამედ "იუვენტუსი" და "უდინეზეც" ინტერესდებიან.

altკიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - გოგლიჩიძე მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის


მკითხველის კომენტარები / 23 /
ბიჭო 19 წლის ბიჭი თავისუფალი აგენტის სტატუსით როგორ უნდა გაუშვა.ერთი ამ ტორპედოზე ვფიქრობდი რომ სწორად მიდიოდნენ,მარა 19 წლის პერსპექტიულ ბიჭს კონტრაქტს რომ ვერ უფორმებ რა საკლუბო ფეხბურთზეა საუბარი.კონტრაქტი რომ ქონოდა მინიმუმ ორმაგ თანხას მიიღებდა ტორპედო.მარტო პერსპექტივა და სადმე წასვლა-გაშვება ხომ არაა მთავარი,ქართული კლუბები ტრანსფერებით უნდა საზრდოობდნენ,სხვა შემოსავალი ქართულ ფეხბურთში უბრალოდ არ არსებობს..მარა ამასაც რომ ვერ ახერხებენ და კაპიკებში უშვებენ ახალგაზრდებს.ნუთუ ამას ბევრი ფიქრი უნდა?ეს 450 ათასიც ორ სამ წელზე იქნება ალბათ გადანაწილებული.ფიქრი და აზროვნება ნულს ქვემოთაა ჩვენში.გოგლიჩიძეს კი წამატებები,
Master
04 იანვარი 2024 16:26
1
მეტს მაინც არ გადაიხდიდნენ. აი შემდეგ გაყიდვიდან %-ის მიღების შანსი კი ჰქონდათ.
ნუგზარი
04 იანვარი 2024 18:44
1
მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარე, კონტრაქტი რომ ჰქონოდა, მეტს მოითხოვდნენ და შერჩებოდა საფიჩხიას...
დდდ
04 იანვარი 2024 17:13
4
ყველა გამოხმაურება
სულ უკაპიკოდ დაკარგვას,ეს სჯობია!ძალიან კარგი ბიჭია და ვიქრობ,თანდათან თავს დაიმკვიდრებს,გუნდში.უკვე მერამდენე კაცი წავიდა, იტალიაში?ესეც კვარას ეფექტია!
სოსო
04 იანვარი 2024 11:52
2
ზუსტად ეგ არის ბაიერნში და პორტოში რომ გადავიდნენ, უნდა გადახვიდე იქ სადაც ითამაშებ და განვითარდები..
Givi
04 იანვარი 2024 15:16
1
უცხოელები ფულს წყალში არ ჰყრიან, დრო გვიჩვენებს ...
სამართალი
04 იანვარი 2024 14:17
1
აი ამ ქართული კლუბების მარკეტინგი ცალკე საოცრებაა :D
იკა
04 იანვარი 2024 11:51
1
კარგია. Წარმატებები! ოღონდ კარგ კლუბში მოხვედრა საქმის ნახევარია,მთავარია იქ რას ითამამაშებს და რამდენ დროს მისცემენ თავის დასამკვიდრებლად.
Რერო
04 იანვარი 2024 13:58
1
ეს ხალხი გადაგრევს რა! იმაზე კი არა აქვთ აქცენტი და დადებითი ემოციები, კაცი რომ სერია А-ში გადადის, არამედ ქუთაისური კლუბის ფინანსების მოძრაობაზე მსჯელობენ. ფუიიიიი.
აკო მძელური
04 იანვარი 2024 13:20
16
ის მაინც მოახერხონ ემპოლიდან გადასვლის შემთხვევაში რამე პროცენტი 10% ან 15% ტორპედოს ეკუთვნოდეს
beqa
04 იანვარი 2024 11:34
0
Პარკაძეც გადავიდა ბაიერნიში და აბუაშვილი პორტოში მაგრამ რა?
Გაბო
04 იანვარი 2024 14:00
8
ის მაინტერესებს აბა მილიონები უნდა აეღო ამ ბიჭში ტორპედოს? 3 მილიონი ღირს? თუ 10?
usaxelo
04 იანვარი 2024 13:10
1

სიახლეები პოპულარული