"ინსინიეს "ნაპოლიში" დაბრუნება სურს, თუმცა "კვარას" შემცვლელად ყოფნას არ აპირებს" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილ ფეხბურთელს, ლორენცო ინსინიეს, "პარტენოეპის" რიგებში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდილი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად თამაშს არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლორენცოს გადაბირებით "ფიორენტინა" და "ლაციოც" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ინსინიე MLS-ის კლუბ "ტორონტოში" 2022 წელს, "ნაპოლიდან" გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში 32 წლის შემტევმა 31 მატჩში 10 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ინსინიე "პარტენოპეის" ღირსებას 2010/2022 წლებში იცავდა და დღემდე ნეაპოლელი ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ
მოთამაშედ ითვლება.

alt"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ინსინიემ "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა

altახალი "ქართული" გუნდი იტალიაში - ყველაფერი კვერნაძესა და "ფროზინონეზე" - ინსინიეს თანაგუნდელობა და გუნდიდან წასული ლორია...

altინსინიე: არ მეგონა, თუ ამერიკული ლიგა ამდენად რთული იქნებოდა

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა პრობლემა დაიწყო მაშინ? ბიჭი რუსული ჭაობიდან სერია ა-ში აღმოჩნდა და საუკეთესოც გახდა გუნდმაც 30 წლის მერე სკუდეტო მოიგო, ფული რა თქმა უნდა რუბინმა წაიღო.
Walter White-ს
17:16 05-01-2024
2
მთელი ეს პრობლემა დაიწყო მაშინ,როცა ნეაპოლმა გადაუხადა ბათუმის "დინამოს" 10 მილიონი. არავის არ გაუგია სად და ვისთან წავიდა ეს თანხა. რამდენი წაიღო "რუბინმა", რამდენი მოსკოვის"ლოკომოტივმა", რამდენი მიიღო ჯუღელმა და რამდენი სხვადასხვა გარშემო მოტრიალე აფერისტმა.
კონტაქტი კონტრაქტია, ეხლა მხოლოდ ემოციური წერა შეგვიძლია, რადგან თუ ჯუღელი და ხვიჩას მამა დათანხმდნენ,ეს მათი ან ბრალია ანდა "დინამოსთან" გარიგება მოხდა და რაღაც თანხა "ატკატით" აიღეს
მოკლედ, არამარტო ხვიჩას , არამედ მთელ საქართველოს უნდა საბოლოოდ მოშორდნენ ეს ვითომ მოძველბიჭო,უვიცი, გაუნათლებელი ხეპრეები.
Walter White
22:07 04-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული