"აიაქსმა" მიქაუტაძის "მეცში" დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის "აიაქსიდან" "მეცში" სავარაუდო დაბრუნების შესახებ მორიგ ინფორმაციას ისევ "ეკიპი" ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მიქაუტაძის "მეცში" დაბრუნება ახლოვდება. მხარეები ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ და კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვის უფლებაც იქნება გათვალისწინებული.

"აიაქსმა" ტრანსფერი საიტით ოფიციალურად დაადასტურა, ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი იტყობინება, რომ "მეცს" გიორგის კონტრაქტის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

"მეცის" ძალისხმევის მიუხედავად, ქართველი თავდამსხმელი გუნდს 5 იანვარს "კლერმონთან" თასის მატჩში ვერ დაეხმარება, 14 იანვარს კი ლიგა 1-ის მე-18 ტურში "ტულუზასთან" ითამაშებს.

"მეცი" 16 ქულით მე-14
ადგილზეა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამის დედა ვატირე, კონტრაქტში არ უნდა ეწეროს რომ სასტარტოში ითამაშებდა?
ფრიდონი
23:01 04-01-2024
0
გამოდის,თუ მეცმა გამოისყიდა,აიაქსს,4 თვე გიორგის აიაქსში ყოფნა,10 მილიონი დაუჯდება.მეცმა კი,იგივე 10 მილიონი გამოიმუშავა.ქართველებმა ვიცით,თხა ვიყიდე,თხა გავყიდე,სარგებელი ვერა ვნახეო.აი მეცმა კი,გიორგის ჯერ გაყიდვით და მერე ყიდვით,10 მილიონის მოგება ნახა.ყოჩაღ ფრანგებს.ახლა მთავარია,გიომ ფორმა აღიდგინოს და სანაკრებოდ,საუკეთესო მდგომარეობაში ჩამოვიდეს.
სოსო
20:29 04-01-2024
1

სიახლეები პოპულარული