გოგლიჩიძე დღეს "ემპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
calciostyle-ს ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც "ტორპედო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, უკვე იტალიაშია და დღეს "ემპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ამის შემდეგ "ემპოლი" გოგლიჩიძეს 3.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ის მაშინვე შეუერთდება აურელიო ანდრეაცოლის გუნდს. თუმცა, tuttomercatoweb-ის მტკიცებით, საბუთების მოწესრიგებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

"ემპოლი" 18 ტურის შემდეგ 13 ქულით სერია A-ში მე-19 ადგილზეა და 7 იანვარს "მილანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ღმერთმა ხელუ მოუმართოს.ადაპტაცია შესაძლებლად სწრაფად გაევლოს და მძლავრი თამაშით გამოეჩინოს თავი.ო რა გაგვიხარდება?!!!
ბრაზი
05 იანვარი 2024 11:43
0
ზოგი რა პრიმიტიულად აზროვნებს გამაგიჟებს ეს ხალხი... რა ვინმეს ეჭვი ეპარება რომ თავიდან ესეც სკამზე იქნება?! ზაფხულამდე რამდენიმე თამაშიც რომ ითამაშოს მშვენიერი იქნება, შეეჩვევა ბევრ რამეს ისწავლის, მთავარია ემპოლიმ შეინარჩუნოს ადგილი სერია A ში.
Givi
05 იანვარი 2024 10:43
1
იტალიაში კარგი მეგობრობა იციანო სკამებმაო! ასე ამბობენ!
გაბო
05 იანვარი 2024 11:34
7
მოისწრაფიშვილი რას შვრება ბელგიის მეორე ლიგაში?!
*
05 იანვარი 2024 14:51
1
ამანაც სკამი უნდა ხეხოს ლოჩოშვილი,გელაშვილი,კვერნაძე,საზანოვივით??
..
05 იანვარი 2024 03:19
12
ბოროტო და შურიანი ხარ. ელემენტარული წარმატება უსურვე. ბავშვი სერია აში გადადის.
ვანჩოპე
05 იანვარი 2024 08:15
2
რა სიბოროტეზე საუბრობ რეალობას წერს,ძალიან დაბალი დონის მცველია.ისე რა სახელიც გქვის ეგ ხარ ზუსტად
ვანჩოპე-ს
05 იანვარი 2024 16:14
1

სიახლეები პოპულარული