2024 წელს "ნაპოლის" დიდი შრომა დასჭირდება, ევროტურნირებზე რომ ითამაშოს. ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით, გუნდმა მხოლოდ 3 მატჩში გაიმარჯვა (1 ფრე, 5 წაგება). უახლოესი გამოცდა დღეს, 7 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზეა, როცა ნეაპოლელები 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის "ტორინოს" ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე ესტუმრებიან.
"ტორინოს" გატანა ურთულდება, დაცვაში კი ერთ-ერთი საუკეთესოა. იურიჩის გუნდს სულ 15 შედეგიანი დარტყმა აქვს. სამწუხაროდ, 21 წლის ქართველი მცველი არ თამაშობს. რაც შეეხება "ნაპოლის", ისინი ბევრს უშვებენ (21 გოლი) და არადამაჯერებლები არიან.
ნეაპოლელებმა ტურინელებს
ახალწვეული მაცოკი
ნეაპოლელებს ტრავმის გამო მეკარე მერეტი, ნათანი და ოლივერა დააკლდებათ. გუნდი ფლანგის მცველ მაცოკით უკვე გაძლიერდა, ახლა ცენტრალურ მცველ დრაგუსინისა და ნახევარმცველ სამარძიჩის შეძენის მოლოდინშია. 13 იანვრიდან აფრიკის თასი იწყება, სადაც ანგისა და ოსიმენი ითამაშებენ. ზელინსკი "ჩემოდნენზე ზის". გარკვეული საკითხებით უკმაყოფილოა კაპიტანი დი ლორენცოც - სიტუაცია იდეალურისგან ძალიან შორსაა. აფრიკელი ფეხბურთელების თემა აქტუალურია. მაგალითად, "მანჩესტერისა" და კამერუნის ნაკრების მეკარე ონანამ განაცხადა, მზადაა 14 იანვარს საკლუბო მატჩი ითამაშოს, 15-ში - სანაკრებო...
რაც შეეხება ტურინულ შეხვედრას, მას 41 წლის მაურიციო მარიანი განსჯის. ბოლოს ნეაპოლელების მატჩის მსაჯი ის მაცარის დაბრუნების დღეს, 25 ნოემბერს იყო, როცა კვარაცხელიას გუნდმა "ატალანტა" (2:1) დაამარცხა, ხვიჩამ კი გაიტანა.
სერია A-ს უძვირფასესი ფეხბურთელი მაინც კვარაცხელიაა - CIES Football Observatory-მ რეიტინგი განაახლა
დღეს დადასტურდა, რომ მოლაპარაკება მარტამდე არის გადადებული.
პოლიტანოს გაუგრძელეს დღეს კონტრაქტი და მოუმატეს ანაზღაურება.