"ტორინოსთან" განადგურებამ აღაშფოთა "ნაპოლის" გულშემატკივრები, რომლებმაც ტრიბუნიდან მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ტიფოზებმა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს ვალტერ მაცარის სოციალურ ქსელებში შეუტიეს და მის გადადგომასაც მოითხოვენ.
ნამატჩევს ფანებმა გუნდი სტვენით გააცილეს და ფეხბურთელები გასახდელიდან 40 წუთის დაგვიანებით გავიდნენ. მათ პრესასთან ურთიერთობა აუკრძალეს. კომენტარი მხოლოდ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ გააკეთა. მან ქომაგებს ბოდიში მოუხადა, განაცხადა, რომ ზომებს მიიღებენ, მაცარის სამუშაოდან დათხოვნას კი არ აპირებენ.
ნეაპოლური გამოცემები აღნიშნავენ, რომ
სტადიონზე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჯან პიერო ვენტურა და ანტონიო კონტე იმყოფებოდნენ, რომლებიც მაცარის შესაძლო შემცვლელებად მოიაზრებიან. კონტემ მე-80 წუთზე დატოვა ტრიბუნა, რათა ჟურნალისტების კითხვებისთვის თავი აერიდებინა.
"გავათავისუფლებთ თუ არა მაცარის?" - "ნაპოლის" დირექტორის კომენტარი
რატომ დაესწრო კონტე "ნაპოლის" მატჩს?
რა შეფასებები მიიღეს ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა საზონოვმა "ტორინოსა" და "ნაპოლის" მატჩში
უსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]
დებიუტიდან 3 წუთში - "ნაპოლის" ახალწვეულმა წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]