აურელიო დელაურენტისი გაბანკროტებული და C1-ში დაქვეითებული „ნაპოლის“ მფლობელი და პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, გასულ სეზონში კი მისმა გუნდმა სკუდეტო მოიპოვა. მისი დამსახურება მართლაც დიდია, თუმცა ოქროს მედლების მოპოვებისას გარემოებათა დამთხვევას და გამართლებას ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში, ეს ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელობის ეფექტი გახლდათ, რომელთან ტანდემში ვიქტორ ოსიმენი გაბრწყინდა, თანაც ნეაპოლელთა ყველა მეტოქეს ჩავარდნა დაეწყო და 33 წლის ლოდინის შემდეგ „ნაპოლიმ“ ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა, რასაც, ალბათ, კლუბის მფლობელი 2022 წლის ზაფხულში ვერც კი წარმოიდგენდა.
და შეიფერა დე ლაურენტისმა დიდება, გაიბღინძა, მაგრამ მათ, ვინც კლუბს ეს დიდება მოუტანა, ღვაწლი არ დაუფასა. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეატყო რა, რომ უკვე მეორე წრეში გუნდი ინერციითღა მოძრაობდა, დროულად გაცლა ამჯობინა, ისევე, როგორც სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ, რომლის შესახებ აურელიომ თქვა, რომ კვარაცხელია მან კი არა, არამედ თავისმა შვილმა ედოარდომ აღმოაჩინა, ხოლო სპალეტის დასცინა - ბოსტანში სამუშაოდ გავუშვი, ის კი იტალიის ნაკრებში წავიდაო. დონ აურელიოს საერთოდ ახასიათებს ასეთი ირონიული და დამცინავი გამონათქვამები ყოფილი თანამშრომლების მიმართ. თითქოს დაეუფლა განცდა, რომ ფეხბურთშიც ისეთივე წარმატებული გახდებოდა, როგორც კინოინდუსტრიაში. ევროპის სუპერლიგის მხარდაჭერით ფიფასა და უეფას ხელმძღვანელობა გადაიკიდა, ხოლო სპალეტის „სკუადრა აძურას“ თავკაცად დანიშვნისას საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის გამო - იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და რა გასაკვირია, რომ ხანდახან მსაჯები საკამათო სიტუაციაში გადაწყვეტილებებს „ნაპოლის“ საწინააღმდეგოდ იღებენ.
ვერ ვიტყვით, რომ დე ლაურენტისის მმართველობის სტილი დიქტატორულია, უფრო ავტორიტარულია. ეს მეტადრე უკანასკნელ ხანს გახდა თვალშისაცემი, როდესაც სპალეტის და ჯუნტოლის ნაცვლად რუდი გარსია (შემდეგ ვალტერ მაცარი) და მაურო მელუსო დანიშნა, რომლებიც დირექტივებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ და პირადი ინიციატივის გამოვლინება არ სჭირდებათ. მარიონეტი ხელქვეითები მორჩილები არიან და მითითებებს ასრულებენ, მაგრამ ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველამ დაინახა. სათამაშო შემადგენლობას, ტაქტიკას, ცვლილებებს და ყველაფერს, სავარაუდოდ, თავად პატრონი წყვეტს. თუმცა მიხვდა, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს და ისევ დაუკავშირდა ანტონიო კონტეს, რომელიც სიტუაციის შესაფასებლად „ტორინოსთან“ მატჩს დაესწრო და ნეაპოლური გუნდის საცოდაობას უყურა. ეგაა, წუწურაქი (და არა ხელმომჭირნე) აურელიო ისევ ვერ შეუთანხმდება პირობებზე, ვინაიდან კონტე სრულ კარტ-ბლანშს, მაღალ ხელფასს და ძვირადღირებულ ტრანსფერებს მოსთხოვს.
დე ლაურენტისს სურს მინიმალური ინვესტიციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს, რაც წარმოუდგენელია. შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს, უკეთეს შემთხვევაში - ორჯერაც, მაგრამ მუდამ ასე არ იქნება. სტაბილურად წარმატებული კლუბის ასაშენებლად სერიოზული თანხების დახარჯვაა აუცილებელი, აგრეთვე - სწორი მენეჯმენტი და არა წამყვანი ფეხბურთელების გასხვისება. ვინ იცის, რამდენი ქულა დაიკარგა იმის გამო, რომ კიმ მინ ჯე „ბაიერნს“ 30 მილიონ ევროდ მიჰყიდა და მის ნაცვლად ნათანი 5 მილიონად შეიძინა. იტალიის ჩემპიონატის მოგებისას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სუპერლიგაში შესვლით ელიტარულ საფეხბურთო საზოგადოებაში დამკვიდრდება, თუმცა ის დიდი „მოთამაშე“ ვერასოდეს გახდება, რამეთუ ნეაპოლური კლუბი არასოდეს ყოფილა იმ ელიტის წარმომადგენელი და თვითონ მისი პრობლემური და ამპარტავანი პერსონაც ბევრისათვის, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია.
თავისთავად, სკუდეტოს მომგებ ფეხბურთელებსაც გაუჩნდათ ამბიცია, უკვე სხვა სტატუსის მქონედ იგრძნეს თავი და ბუნებრივია, ანაზღაურების სრულიად სამართლიანად მომატებაც უნდათ. სახელფასო განაკვეთი რომ გადახედვას საჭიროებს, ეს ცხადზე ცხადია. მაგალითად, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია იმაზე ორჯერ ნაკლებს იღებს, ვიდრე დიეგო დემე, რომელიც წინა წელს მოედანზე საერთოდ არ გასულა, რაც ნონსენსია. ოსიმენს კონტრაქტი კი გაუგრძელა და გასამრჯელოც 10 მილიონამდე გაუზარდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა (130 მილიონი) ჩაუწერა, მგონია, ისე წავა გუნდიდან, იმ გაზრდილ ხელფასს ვერც აიღებს.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში ფეხბურთელებს ენთუზიაზმი გაუნელდათ, ძველებურად აღარ ირჯებიან, მატჩებისას ნაკლებს მოძრაობენ, არ იხსნებიან, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში იღებენ და ა.შ. ასეთ სიტუაციაში კვარაცხელიასაც უჭირს თავის წარმოჩენა. შესაძლოა, ხანდახან თავსაც უფრთხილდება (ან რატომ არ უნდა გაუფრთხილდეს), თითქოს ხალისიც დაკარგა, სისწრაფეც, სისხარტეც, ჩვეული ბრძოლის ჟინიც არ ეტყობა. ხვიჩასთვის ახლა მთავარია, ფსიქოლოგიურად არ გატყდეს და ხვალინდელი დღის იმედი ჰქონდეს. არაა გამორიცხული, რაც ხდება, „კვარასთვის“ უკეთესიც იყოს, რადგან სანამ მისი სატრანსფერო ფასი დაეცემა, დე ლაურენტისმა გაყიდოს კიდეც. ვინ იცის, მაგისას რას გაიგებ...
მიმომხილველი
გელა
სრული ჭეშმარიტებაა, ესეთ დაუდევარ და ღორმუცელა კაცთან ლაპარაკიც არ ღირს, ხვიჩამ პირველ თვეშივე დაიმსახურა ხელფასის მომატება, როცა თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგან კი ბრმა იარაღად გამოიყენა და სხვებსაც დააკლო ხელფასი,პასებს აღარ აძლევდნენ რომ თავი ვეღარ გამოეჩინა, ფეხბურთელები ერთმანეთს გადაკიდა და მაგიტო მიდიოდა გუნდი ინერციით მეორე წრეში, კიმი რამდენჯერაც შეცვალეს იმდენი გოლი გაუშვა ნაპოლიმ, როგორ შეიძლებოდა მისი გაყიდვა, ფული ამჯობინა და ვხედავთ რას დემგვანა საათივით აწყობილი გუნდი, ეხლა ხვიჩასაც იყიდის ვინმე და მაგათ წყალიც აღარ წაიღებს, სპალეტიმაც მაგიტო დატოვა გუნდი, იცოდა რაც მოხდებოდა და რატო უნდა შეერცხვინა თავი?
ხათუნა
კარგი ანალიზია, საბსებით ვეთანხმები, დე ლაურენტისმა იწუწკა ყველაფერში და ძვირადაც დაუჯდა, გუნდს თითქოს სურვილი გაუქრა თამაშის, მინდორზე დადიან განწყობის გარეშე და უმოტივაციოდ. დე ლაურენტისთან გაჩერება აღარ ღირს, ხვიჩამ უნდა დატოვოს ნაპოლი, სანამ როგორც ფეხბურთელი ჩაკვდება, როგორც კი შანსი მიეცემა
თენგო
სტატია მომეწონა გეთანხმები აბსოლუტურად
lekso
როცა გუნდი ჩემპიონი ხდება, რაღაც-რაღაცეები უნდა გადაფასდეს, რადგან რეგრესს ხშირად ზედმეტი თავდაჯერებულობაც იწვევს. ახალი ძალა ისეთი ვერ მივიდა, როგორიც საჭირო იყო, წინა წლის ხერხემალი ანგისა ლობოტკა, ვერ თამაშობს ჩვეულად, კვარას ორ-სამ მცველთან მჭიდრო დაცვით, ფიზიკურად უწევს ბრძოლა. ყველა აღნიშნავს - ბევრს დარბისო, იმიტომ რომ მთლიანად გუდი არაა სინქრონული, კონტრზე საერთოდ იშვიათად აქვს შანსი, მაგრამ ვფიქრობ რომ ის რაღაც ახალს იპოვის და დაბრუნდება უკეთესი... რატომღაც ასე მგონია...
ზაზა გ.
კარგად დაწერილი სტატიაა. ნაპოლს (ღრმა) დაღმასვლა აქვს სამწუხაროდ, ხვიჩამ ჯობია (ჩემი აზრით) თავი დააღწიოს და სხვა კაი კლუბში გადავიდეს!
zura222
და ამ დროს გამოგეღვიძაა DD მართლა გჯერა რომ ამ ყველაფერს გააკეთებს ის ფულის ღორი ? DD
ჟორა გაბრიჭიძე
ლავრენტიმ რა თქმა უნდა ნაპოლი არაფრიდან შექმნა და ჩემპიონობამდე მივიდნენ,მაგრამ მიღწეულს, რომ განმტკიცება უნდა და ამისთვის დაღლილ გუნდს გაძლიერება უნდოდა და არა დაცვის ცენტრის მოშლა, ეს დაავიწყდა. ასევე დაავიწყდა, რომ საშუალო გუნდის ფეხბურთელს და ქვეყნის ჩემპიონს, სხვადასხვა ანაზღაურება უნდა ჰქონდეს და ძირითადის ყველა ფეხბურთელის ხელფასი უნდა გადახედილიყო. ეს იქნებოდა ამ ბიჭებისთვის დოპინგი და უფრო სერიოზულად მიუდგებოდენ სეზონისთვის მზადებას. მაგან კი ბიჭებს ზემოდან დაუწყო ყურება, თითქოს ჩემპიონობა მაგის მარდი ფეხების დამსახურებაა და არა ბიჭების. რაც შეეხება ხვიჩას, ის 10 მილიონიანი ფეხბურთელიდან 115 მილიონიანი ერთ წელში გახდა, ამიტომ უნდა აგრძნობინოს ლავრენტის, რომ ძნელი აღმასვლაა თუ არა დაღმართში დაშვებას დიდი შრომა არ სჭირდება და გახდეს ისევ 10 მილიონიანი ფეხბურთელი ორჯერ-ორია.
Vito
კონტე უდაოდ დიდი მწვრთნელია და ხვიჩასთვის კარგი შესაძლებლობა იქნება მასთან ერთად თუ მოუწევს მუშაობა.. დე ლაურენტისი ხვდება თავის შეცდომებს.. დაიწყებს გამოსწორებას.. ხვიჩას კონტრაქტს გააუმჯობესებს,მოიყვანს ახალ ტრენერს და ორ კარგ ფეხბურთელს მინიმუმ.. თუ არა და მოუწევთ დაღმა სვლა..
zura222
კონტე არ წავა ნაპოლიში ვარიანტი არ არსებობს ! გარსია და მაცარი არაა ადვილად რო მოითმინოს მის საქმეებში წამდაუწუმ ჩარევა და თუ წავა მაშინ კონტრაქტში ისეთ მუხლებს ჩააწერინებს როგორიც იმას აწყობს და ამაზე კი ის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი არ დათანხმდება ! კონტე გარსია და მაცარი არაა და გაცილებით უკეთეს გუნდში შეუძლია წავიდეს მწვრთნელად !
გოგია
ეგრეა, ,,უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია". მაგრამ აბონ ციციაშვილისა არ იყოს, ალბათ დაავიწყდა ლავრენტას რუსთაველის აფორიზმები. :)))
თემური
პროფესიონალურად დაწერილი სტატია!
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი - რა კონტრაქტს სთავაზობს "ნაპოლი" კევინ დე ბრუინს
დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო
"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
კონტეს და "ნაპოლის" გზები იყოფა - დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ისწავლეთ დე ლაურენტისისგან" - ენრიკო ფედელე
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა