ბოლონი: მატჩის ბედს მხოლოდ მიქაუტაძე ვერ გადაწყვეტს

AutoSharing Option
"მეცის" მწვრთნელი ლასლო ბოლონი გუნდში "აიაქსიდან" გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებით გახარებულია და ქართველზე დიდ იმედებს ამყარებს. ამის შესახებ 70 წლის რუმინელმა სპეცილისტმა "ტულუზასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მიქაუტაძის დაბრუნება ჩვენთვის პოზიტიურია. ადვილი არაა იმის გაგრძელება, რაც შეწყდა. არ ვიცი, დიდხანს დარჩება თუ არა ჩვენთან, მაგრამ ახლა აქაა, სადაც თავს კარგად გრძნობს, აფასებენ და თავად მას ეს გუნდი უყვარს. იმედი მაქვს, წარმატებული იქნება.

თუმცა, შეხვედრის ბედს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ გადაწყვეტს. ჩვენ ვყიდულობთ და ვყიდით მოთამაშეებს, რაც გარდაუვალია. თუმცა, არ მინდა ამ თემას
ჩავუღრმავდე", - ციტირებს ბოლონის socios-fcmetz-ი.

ლიგა 1-ის მე-18 ტურში "მეცი" "ტულუზას" 14 იანვარს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გიოს!!!!
ტოტო
19:26 13-01-2024
0
აი კაცი, აბა ლავრენტას უნდა რომ კვარამ მარტო მოიგოს თამაშები.
ფეოლა
17:33 13-01-2024
0

სიახლეები პოპულარული