კვარაცხელიას კარგი მეორე ტაიმი - "ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „სალერნიტანა“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, მოედანზე საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, სტუმრები კი შორიდან დარტყმული ბურთით კანდრევამ დააწინაურა. კომპენსირებულ დროში სიმეონეს მოპოვებული პენალტიდან ანგარიში პოლიტანომ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან ააცილა ბურთი კარს. მწვრთნელმა მაცარიმ გაეტანო რასპადორით, ხოლო პოლიტანო ძერბინით შეცვალა. ხვიჩას დარტყმულ ბურთს მეკარე ოჩოა დაეუფლა. ცოტა ხანში ქართველი შესანიშნავი დრიბლინგით მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველისგან
კუთხურზე გავიდა. მერე ისევ შეიჭრა "კვარა" საჯარიმოში და გატანა ოჩოამ არ დაანება. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლოს რაჰმანიმ სალერნოელთა კარი დალაშქრა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო და ჩემპიონატზე შემდეგ შეხვედრას "ლაციოსთან" გამოტოვებს.

„ნაპოლი“ 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ მატჩს იტალიის სუპერთასზე საუდის არაბეთში 18 იანვარს „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - სალერნიტანა 2:1
გოლები: 0:1 კანდრევა (29), 1:1 პოლიტანო (49, პენ), 2:1 რაჰმანი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 50 /
კვარაცხელიას სტატიის ქვეშ ჩასაფრებული, ბოღმიანი ადამიანები იკრიბებიან და თავიანთ, წარუმატებელ ცხოვრებაზე ბოღმას კვარაზე ანთხებენ,სხვა ქართველ ფეხბურთელებს რატომ არ აკრიტიკებთ??ყველა მაგრად თამაშობს თავის კლუბებში??ისინი არ არინ გასაკრიტიკებელი??რატომ ჩააცივდით კვარაცხელიას??
სანდრო
21:39 14-01-2024
4
"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი"!!!!არც ერთ ქართველ სპორტსმენს არ ყავს იმდენი ჰეითერი,ბოღმიანი ჩასაფებული რამდენიც შენ კვარა,ეგ იმიტომ,რომ საუკეთესო ხარ,რამდენი ქართველი სპორტსმენის შესახებ იწერება ამ საიტზე,მაგრამ იმდენი გამოხმაურება და კომენტარი არც ერთის სტატიას არ აქვს რამდენიც შენსას!!!დღეს ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ვნახოთ აბა ვინ რას იზამს და რამდენი გამოხმაურება ექნებათ მათ თამაშს!!
ვახო
16:29 14-01-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული