ამას არავინ ელოდა - მამარდაშვილის "ვალენსიამ" ისევ გაიმარჯვა და ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-20 ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „კადისს“ 4:1 სძლია.

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო, დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა:

Sofascore 7.4, flashscore 6.9, Whoscored 6.8.

დებიუტში „ღამურები“ დურომ დააწინაურა, ანგარიში პენალტით ალკარასმა გაათანაბრა. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, გოლი კი მათ დიეგო ლოპესმა გაუტანა. „კადისის“ კარის დალაშქვრა შეცვლაზე შესულ მარისაც შეეძლო, მაგრამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ ბოლოს გერამ და ვასკესმაც გაიტანეს და „ვალენსიამ“
მოიგო.

„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია, 29 ქულით მერვე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 3 ქულა აშორებს და 17 იანვარს თასზე „სელტას“ უმასპინძლებს.

კადისი. „ნუევო მირანდილია“. 18 662 მაყურებელი

კადისი - ვალენსია 1:4
გოლები: 0:1 დურო (8), 1:1 ალკარასი (21, პენ), 1:2 დიეგო ლოპესი (52), 1:3 გერა (90+4), 1:4 ვასკესი (90+8)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან მაგარია ჩვენი ბიჭი...თუ სადმე წავა,მხოლოდ ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ახლანდელი ვალენსია ნამდვილად არაა სუსტი. ნეტავ ლა ლიგის დონის კიდევ გვყავდეს ფეხბურთელები.
მერაბი-1960
14 იანვარი 2024 22:48
0
კიტეიშვილი გაქაჩავდა ლა ლიგაში!!
!!
15 იანვარი 2024 01:48
0
გელა გვყავდა ნუგზარაშვილი, ახლოს იყო ლა ლიგის ტრანსფერთან მაგრამ ფედერაციაში არ ყავდა პატრონი
ეჰ
15 იანვარი 2024 12:29
2
სულ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, გიორგი უნდა დარჩეს ვალენსიაში. მითუმეტეს ბარახამ ძველი, მენდიეტას, კლაუდიო ლოპესის და მორიენტესის დროინდელი ვალენსიას სტილი დაიბრუნა გუნდს. ძალიან სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ. ამათ ერთი კარგი ვინგერი რომ ჰყავდეთ, მაგარი გუნდი დადგება. ვალენსია ლეგენდაა და ამ ლეგენდის მთავარი მოთამაშე გიორგი მამარდაშვილია. ბრავო გიორგი, ბრავო ბარახა, ბრავო ვალენსია!!!
Р
15 იანვარი 2024 09:57
1
შეტევაში კარგი, ახალგაზრდა ბიჭები წამოვიდენ,დაცვაში კი, უამრავი პრობლემაა.ვალენსია ფინანსურ კრიზისშია და გაუჭირდება,ნიჭიერი ბიჭების შენარჩუნება.თუ შეძლეს,წარმატებებიც ექნებათ და არც მამარდას წასვლა გახდება,აუცილებელი.მაინც მგონია,რომ ზაფხულში,ვალენსიას გაწეწავენ.
სოსო
15 იანვარი 2024 13:29
0
შენ კიდევ ხარ ჩიტი, რომელსაც ჰგონია რომ ღადაობს.
gio58
15 იანვარი 2024 19:18
0
ეს კომბლე ვინაა რომ გვითხრათ, არა? მთელმა სპორტალის ხალხმა დედა რომ მოვუტყნათ და იქედნური წერა რომ დაივიწყოს ამ მართლა იქედნეს გაგდებულმა?
ადმინს
15 იანვარი 2024 13:22
5
ადამიანი თავის აზრს გამოხატავს. წერა როგორ აუკრძალო, ირანში ხომ არ ვართ.
პასი
15 იანვარი 2024 14:29
5
ვინ ჩვენი ბიჭიო? რა ჩვენი ბიჭიო? ისე ვირივით ჯანზე კია. თან რამხელა თავი გაუხდა ხედავთ? მაგ თავს ტარება ხომ უნდა? აი მაგიტომაა მაგარი!
კ ო მ ბ ლ ე
15 იანვარი 2024 11:39
16
გეთანხმებით ,მეკარე ფასობს გამოხედვით. მისი ძალა თვალწარბწამწამშია
ვაჰაჰა
15 იანვარი 2024 12:27
3
ბიჯო შენნაირი თავტანტყალები რომ მომრავლდა ჩვენ პატარა ერში მიტო მივექანებით უფსკრულში და მოუბრუნებელში, სული არააგააქ ბიჯო? მოიკრიბე მთელი ძალა და სულში ჩაიხედე იქნებ გამოაგდო ის ბოროტი შენში რომ დაბუდებულა
ოკია
15 იანვარი 2024 19:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული