Daily Mail: "მანჩესტერ სიტი" კვარაცხელიათი დაინტერესდა, თუმცა...

AutoSharing Option
"დეილი მეილი" იტყობინება, რომ "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერით, ხვიჩა კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა.

გამოცემის ცნობით, "სიტი" გუნდის გასაძლიერებლად სატრანსფერო ბაზარზე გარემარბების ვარიანტებს ეძებს. მთავარ პრეტენდენტებს შორის პედრო ნეტო (ვულვერჰემპტონი), სავიო (ჟირონა) და კვარაცხელია არიან, თუმცა ქართველის მიმართ უკანასკნელ თვეებში ინტერესი შემცირდა.

23 წლის ნეტომ მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტუგალიელის მიმართ ინტერესს აგრეთვე "არსენალი" იჩენს.

City Football Group-მა, რომელიც "ჟირონას" მფლობელია, 19 წლის სავიოს თაობაზე ყველა შეთავაზება უგულებელყო, მაგრამ მანჩესტერულმა კლუბმა შეიძლება უკვე
ზამთარში გაუფორმოს კონტრაქტი. ამ სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

Daily Mail

მკითხველის კომენტარები / 11 /
შოთას რომ წაეკითხა ეს სტატია, ასეთ კომენტარს დაწერდა: რა ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.
ქუთაისელი
10:46 17-01-2024
1
კვარათი წავიკითხე დაინტერესებული არიან სიტი, ჩელსი, რეალი, ბარსა, ნიუკასლი, დაინტერესდება ბავარია, პსჟ. ჟურნალში წავიკითხე, ჟურნალის სახელი არ მახსოვს"ფრანც რაღაცა ერქვა"
მაიცა რა
08:04 17-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული