ვინ მისცა ფიფას გამოკითხვაში კვარაცხელიას ხმა - რუსები ჯიქიას არჩევანს აღნიშნავენ

AutoSharing Option
ფიფას გამოკითხვაში (The Best 2023) ლიონელ მესიმ გაიმარჯვა, მეათე ადგილზე კი ხვიჩა კვარაცხელია გავიდა. ის პირველი ქართველია, რომელიც პირველ ათეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ როგორც ირკვევა, ის ყველაზე მეტად პოპულარული ჟურნალისტებს შორის ყოფილა. რუსული "ჩემპიონატი" წერს, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტნისგან განსხვავებით, ხვიჩას პირველი ადგილი რუსეთის ნაკრების გუნდისთავმა გიორგი ჯიქიამ მიაკუთვნა. აი, ვინ მისცა "კვარას" ხმა:

კაპიტნები

საქართველო (გურამ კაშია) - მესამე ადგილი
რუსეთი (გიორგი ჯიქია) - პირველი ადგილი
დომინიკა (გლენსონ პრინსი) - მესამე ადგილი
კოსოვო (ამირ რაჰმანი) - მეორე ადგილი

მწვრთნელები

საქართველო (ვილი
სანიოლი) - პირველი ადგილი
კვიპროსი (თემურ ქეცბაია) - მესამე ადგილი
ბერმუდი (მაიკლ ფინდლი) - მესამე ადგილი
ცენტრალური აფრიკა (რაულ სავოი) - მეორე ადგილი
ფიჯი (ტიმო იანკოვსკი) - მესამე ადგილი
ისრაელი (ალონ ჰაზანი) - მესამე ადგილი
ნეპალი (ვინჩენცო ანეზე) - მეორე ადგილი

მედია

საქართველო (ზურაბ ფოცხვერია) - პირველი ადგილი
ალჟირი (მოჰამედ ბელარბი) - მესამე ადგილი
მალტა (სანდრო მიკალეფი) - პირველი ადგილი
ლიეტუვა (მინდუგას აუგუსტისი) - მეორე ადგილი
რუმინეთი (თეოდორ ჯუმატატე) - მესამე ადგილი
რუსეთი (ოლეგ კოშელევი) - მესამე ადგილი
სამხრეთი აფრიკა (რობერტ მარავა) - მეორე ადგილი
ტაჯიკეთი  (ფარიდუნ სალიევი) - მეორე ადგილი
უგანდა (სტივენ მაიამბა) - მეორე ადგილი
იემენი (ბაშირ სენანი) - მესამე ადგილი
მონტენეგრო (დანილო მიტროვიჩი) - მესამე ადგილი
ჰონგ-კონგი (ჰო ინ კვოკი) - მესამე ადგილი
უნგრეთი (დიორდ სელეში) - მესამე ადგილი
ისლანდია (ვიდირ სიგურსონი) - მესამე ადგილი
ფინეთი (არი ვირტანენი) - მესამე ადგილი
დანია (კლაუს ეგელუნდი) - მესამე ადგილი
კამბოჯა (ჩამროუნ უნგი) - მესამე ადგილი
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები (ჩარლი ჯექსონი) - მესამე ადგილი

მკითხველის კომენტარები / 75 /
მაგარი ტეხავს კაშიასგან. მაშინ როცა ფრანგი ვილი სანიოლი ხვიჩას პირველ ადგილას ასახელებს და მბაპე ფრანგია, კაშია კი მესამეზე. მე რომ მწვრთნელი ვიყო კაშიას აღარ გამოვიძახებდი ნაკრებში. მაგრამ ვილის სულ არ აინტერესებს მისთვის საქართველო მხოლოდ სამსახურია. ბოლოს კალათბურთს ნაკრების თამაშს ვუყურე არ ვარ აღფრთოვანებული კალათბურთით მაგრამ როცა საქართველოს დროშა ფრიალებს და ქართველებს ვხედავ საფეხბურთო ნაკრების მსგავსად ვგულშემატკივრობ (ფეხბურთი უზომოდ მიყვარს) და ფარში ჩაგდებულ 1 ბურთს გოლის დარად აღვნიშნავ. როცა ფაჩულიას ჭირდებოდა ხმა მივეცი( ზუსტად არ ვიცოდი ჩემი ხმა რაში ჭირდებოდა ღმერთს გეფიცებით) მერე არ ვიცი რა მოხდა ჩემი ხმა გამოადგა თუ არა მაგრამ მე ხმა მივეცი( ამ საიტზე გავიგე რომ ჩვენ შეგვეძლო ფაჩულიაზე ხმა მიგვეცა და ლინკს გავყევი). ასევე უნდა ექნათ კაშიას და ქეცბაიას. მნიშვნელობა არააქვს ხვიჩა 10 ზე გავიდა თუ 9 ზე გავიდოდა მაგრამ გვერდში დგომას იგრძნობდა, რაც ჩვენ ქართველებს ყველაზე მეტად ვინმეს გვერდში დგომა გვაძლიერებს. მთავარი ის კი არააა მათ ხვიჩას რა გაუკეთეს მთავარი ერთიანობაა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 3 მილიონიან ქვეყნისთვის. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერასდროს ვერ მოიყვანს მაგრამ ცდად ყოველთვის ღირს. " მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია" სიმღერაში ეს სიტყვები წყლის წყურვილის მოკლას კი არა ადამიანთა ერთიან სიყვარულს ნიშნავს. იქნებ კაშია დაფიქრდეს და შემდეგ სანაკრებო მატჩამდე კარიერა დაასრულოს. ქეცბაიამ კი აღარასოდეს აღარ იფიქროს ნაკრების გაწვრთნაზე. სამწუხაროა რომ 3 მილიონიან ქვეყანაში ერთმანეთის გატანაზე ვინმეს ლექციის წაკითხვა ჭირდება.
ხვიჩა შენ ყოველთვის პირველი იქნები.
roma bejanidze
01:42 17-01-2024
13
მიუხედავად იმისა , მისცემდა თუ არა კაშია კვარას პირველ ადგილს ( რომელიც მისცა ვხედავთ ), ნაკრების არათუ კაპიტნობა , საერთოდ ნაკრების ძირითადში რა უნდა ?! კაპიტნობაზე კი , არც უნდა ოცნებობდეს , რაც ვიტესში გააკეთა ,მის მერე . ყველაფერი როგორ ,,მოსულა " ვერ ვიგებ . ერთ დგეს ლგპდ-ს უჭერ მხარს , მეორე დღეს მგელი ხარ , მესამე დღეს ტრანსგენდერებს უცხადებ სოლიდარობას და ა.შ. ანუ , ჩემი აზრით , რა მუქი ფერის სტაფილო გინდა თვითონ არ იცი ,უპრინციპო ხარ და რა ნაკრების კაპიტნობაზე და დივიზიის მეთაურობაზეა საუბარი ?
ობიექტურობას რო ქადაგებს აქ ზოგიერთი , ცოტა თავი გაანძრიეთ რა ! ამ ,,გამაზული " თამაშების და ჰიპერ არაობიექტურობის დუღილში ანგელოზობას აპირებთ ? ნამეტანი არ მოგივიდეთ ძმებო ! მე მბაპე დღეს ყველაზე ძლიერად მიმაჩნია .ბელინგემია , ვინისიუსია და კიდევ სამი-ოთხი , მაგრამ იქ რომ ვყოფილიყავი ხელი უნდა მომტყდომოდა , რომ კვარაზე წინ ვინმე დამეყენებინა . კვარამ გახადა ნაპოლი ჩემპიონი 50% - ით მაინც .
zaza
01:17 17-01-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული