თბილისის "დინამოს" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "უნივერსიტატ კრაიოვაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Fanatik.ro ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი უკვე რუმინეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "კრაოვასთან" 4.5-წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.

გამოცემის ინფორმაციით, მექვაბიშვილის ტრანსფერში თბილისის "დინამო" 750 000 ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თბილისური კლუბი ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერიდან 20%-საც მიიღებს.

შეგახსენებთ, მექვაბიშვილი "დინამოს" აღზრდილია. ანზორს საქართველოს ეროვნულ გუნდში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. "კრაიოვა" რუმინეთის ჩემპიონატში 34 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

altანზორ მექვაბიშვილი: მატჩის შემდეგ ცრემლებიც კი მომადგა

alt

მექვაბიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი; 1 კვირის თავზე ვალდებულნი ვართ, სახლში შემდეგი ეტაპის საგზურით დავბრუნდეთ
მკითხველის კომენტარები / 20 /
ნაკრებისთვის სუსტია
rembo
11:57 18-01-2024
2
რატო უნდა დაიმატო ეს ფეხბურთელი ვერ ვხვდები! გრძელი პასი ამას არააქ, სისწრაფე არააქ, ართმევაში დიდი არაფელი, მოკლე პასი ამის არმინახია ვერტიკალურ პასებს ვგულისხმობ. უკან მეც გავაკეთებ მეკარეზე პასს. ტექნიკა არააქ, ბურთს ვერ იჭერს,შერბენესბს ეს ვერ აკეთებს საჯარიმოში, გოლები ამას ვერ გააქ! მეორე სართულზე საერთოდ ნოლია. თუ ვცდები გამოუშვი არგუმენტი, რატო უნდა იყიდო რააქ პლუსი მე ვერ ვხედავ.
beqa
12:33 18-01-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული