პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ფიორენტინას" 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ ამარცხებს - 1:0.

საუდის არაბეთის დედაქალაქში მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონის ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და პირველი მომენტი მისმა შეგირდებმა შექმნეს, როდესაც პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერაჩანომ მოიგერია. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. 22-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქესთან ბრძოლაში პასი ჟუან ჟეზუსს გაუკეთა, რომელმაც ბურთი სიმეონეს გადააწოდა და მან მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ ფლორენციელთა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 44-ე
წუთზე მარიო რუიმ საკუთარ საჯარიმოში იკონე წააქცია, პენალტი კი თავად დაზარალებულმა ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“
ნაპოლი - ფიორენტინა
გოლი: სიმეონე (22)
გამოუყენებელი პენალტი: იკონე (44, ფიორენტინა)

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარაცხელია ზდექ!!
სად წევიდა?
23:54 18-01-2024
2
მაყურებელი რომ იყოს სტადიონზე, კიდევ რაცხას ითამაშებდნენ, ალბათ.
წევედი, დევიძინე.
vava
23:52 18-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული