ხვიჩა შეცვალეს - "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა.

საუდის არაბეთის დედაქალაქში მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონის ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და პირველი მომენტი მისმა შეგირდებმა შექმნეს, როდესაც პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერაჩანომ მოიგერია. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. 22-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქესთან ბრძოლაში პასი ჟუან ჟეზუსს გაუკეთა, რომელმაც ბურთი სიმეონეს გადააწოდა და მან მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ ფლორენციელთა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 44-ე წუთზე მარიო რუიმ საკუთარ
საჯარიმოში იკონე წააქცია, პენალტი კი თავად დაზარალებულმა ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. დროდადრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ოფიციალური მატჩი კი არა, სპარინგი გახლდათ. 71-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, რომელმაც საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ძერბინიმ დუბლი შეასრულა, „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა და 21 იანვარს ფინალში ითამაშებს.

მეორე ფინალისტი დღეს „ინტერისა“ და „ლაციოს“ შეხვედრაში გაირკვევა.

ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“

ნაპოლი - ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 სიმეონე (22), 2:0 ძერბინი (84), 3:0 ძერბინი (86)
გამოუყენებელი პენალტი: იკონე (44, ფიორენტინა)

მკითხველის კომენტარები / 24 /
თქვენ აგაშენათ ღმერთმა როგორ იქნა პრესაში დაიწერა სამართლიანი შეფასება ზუსტთ მასეთ შთაბეჭტილებას ტოვებდა უფრო მეტიც გუნდი რომ ვარჯიშზე გაიყოფა და ერთმანეთში თამაშობენ უფრო აზარტულები არიან ვიდრე გუშინდელ თამაში.
გიორგი
11:37 19-01-2024
0
ძვირფასო ინსტაგრამშიკებო და მეტიკტოკენო! არ არის ფეხბურთი თქვენი თამაში.
ქ. გ.
11:37 19-01-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული