როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში
AutoSharing Option
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, „ფიორენტინასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 71-ე წუთამდე ითამაშა.
Flashscore-მა ქართველის გარჯა 6.5 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა - 6.4-ით.
დღეს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს „ინტერი“ და „ლაციო“ დაუპირისპირდებიან. ფინალი 21 იანვარს გაიმართება.
ჩვენი გულშემატკივრების ბრალია, ხვიჩას დროებითი "მინი რეგრესი". თავიდანვე ისეთი ემოციებში მოვაქციეთ ხვიჩა, რო "რკინის კაციც" ვერ გაუძლებდა იმდენ ხოტბა, ქება და დიდებას. ყველას ძალიან გაგვეხარდა ხვიჩას გადასვლა ნაპოლიში ორი აზრი არ არსებობს, ხოდა ის ვერ გავითვალისწინეთ, რო ამ პატარა ასაკის ბიჭს რა ზიანს მივაყენებდით, გადამეტებული ფანური აღტკინებებით, რაც უკვე ხვიჩასთვისაც გაუსაძლისი ხდებოდა! არ შეიძლება იმ წუთასვე მარადონა უწოდო, ამასაც დამსახურება უნდა, დიდი ბრძოლით და მიღწევებით. რამდენ პატარა ასაკის ბავშვებისთვის უთქვიათ ახალი მესი ხარო, მაგრამ სად არიან ეს "ახალი მესები"? ამით რისი თქმა მინდა, რო არ შეიძლება, ეგრევე დავაბერტყოთ, დიდი ფეხბურთელების სახელები დამწყებ პერსპექტიულ ფეხბურთელებს, რადგანაც ამით ისინი განიცდიან ძალიან დიდ ზეწოლას და ეს ყველაფერი კი უმეტეს შემთხვევაში ცუდად მთავრდება! გიორგი ჩაკვეტაძესაც ესე არ მოვექეცით?