როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში

AutoSharing Option
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, „ფიორენტინასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 71-ე წუთამდე ითამაშა.

Flashscore-მა ქართველის გარჯა 6.5 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა - 6.4-ით.

დღეს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს „ინტერი“ და „ლაციო“ დაუპირისპირდებიან. ფინალი 21 იანვარს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ყველამ იცის ჩემს ირგვლივ ჩემი კვარასმიმართ უსაზღვრო სიყვარულის და გაწეული "პროპაგანდის" შესახებ მის მიმართ გინდ რეალ ცხოვრებაში თუ გინდ სოც ქსელებში მაგრამ რა ვქნა ვეღარ "ვაპრავებ", წინა სეზონში მოპოვებული ავტორიტეტით ინარჩუნებს ძირითადში ყოფნას. ამ ფორმაში მყოფი რო გადასულიყო ნაპოლში ზამენაზე იჯდებოდა ეჭვი არ შეგეპაროთ არავის. ამას რომ ვწერ თითები გულს არ ემორჩილება მაგრამ უდიდესი სიყვარული და აღმაფრენა დიდ იმედგაცრუებაში გადადის უკვე. რაღაც რადიკალური გარდამტეხი უნდა მოხდეს ხვიჩაში შინაგანად რომ მან დაიბრუნოს მისი არაორდინალური მოქმედებები და ისევ განსხვავებას ქმნიდეს მოედანზე და არა ესე პროგნოზირებადს. ეს სეზონი მისი ტესტია მთელი საფეხბურთო მსოფლიოსთვის და ბობოლა კლუბებისთვის და ეს ტესტი ხვიჩამ წარმატებით უნდა ჩააბაროს თორემ წარმოდგენაც არ გვინდა არავის მისი სახელი კარიერის ბოლოს ერთსეზონიან "გავარდნილ" არშემდგარ ვარსკვლავად შემორჩეს საფეხბურთო ისტორიას.
Charley
02:54 19-01-2024
8
სულ უფრო და უფრო უფერული ხდება მისი თამაში
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული