მაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში "ფიორენტინას" დამარცხების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ უპასუხა:

"შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, წავაგეთ ისეთი შეხვედრები, რომლებშიც ამას არ ვიმსახურებდით. დღეს ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. "ნაპოლისთან" მათ თამაშს მაშინ ვუყურე, როდესაც ნეაპოლური გუნდის თავკაცი არ ვიყავი. ვფიქრობდი ისეთი სტრატეგიის არჩევაზე, რომელიც მეტოქეს სირთულეებს შეუქმნიდა. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი.

ამ ტაქტიკით იმ მომენტისთვის მინდოდა გუნდი გამეყვანა, როცა საჭირო შემსრულებლები მეყოლებოდა. ასეთ სქემას ადრე ვიყენებდი. 23-წლიანი გამოცდილება გამაჩნია და შემიძლია განვსაზღვრო, შეუძლია გუნდს თუ არა ასე
მოქმედება.

ლობოტკას მეშვეობით თითქოს 3-3-3-1-ზე გადავერთვეთ. ის "კვარასა" და პოლიტანოს შორის დავაყენე, რათა თავი საუკეთესოდ წარმოეჩინა და გაეკეთებინა ის, რაც ეხერხება. შესანიშნავად გაისარჯა და თავს კომფორტულად გრძნობდა. კაიუსტეს უბრალოდ კუნთის კრუნჩხვა ჰქონდა და იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს.

კვარაცხელია ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა? არ ვიცი, რას ამბობთ. თუ სპალეტისას მის როლს გაიხსენებთ, დაცვით დონეზე იმავე მოძრაობებს აკეთებდა. 3-4-3-ის დროს სამ შემტევს იგივე ფუნქციები გააჩნია, რაც 4-3-3-სას. ის ისევე დაგვეხმარა, როგორც გასულ წელს დიდ გუნდებთან. მეტ-ნაკლებად ახლაც იმავეს აკეთებს. მეორე ტაიმში სიმეონესთან უფრო ახლოს დავაყენე, მაგრამ ეს მექანიზმი ნაკლებად ჩანდა, ვინაიდან "ფიორენტინა" მჭიდრო მეურვეობით თამაშობდა.

მაცოკი შეიძლება დაიღალა. მგონია, ბევრი სამუშაო არ ჰქონია. რაც შეეხება ძერბინს, ხანდახან ფეხბურთელებს საზღვარგარეთ ეძებენ და არ აფასებენ ადგილობრივებს. ალესიო გადამწყვეტ ზონაში გადამწყვეტი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ის ტალანტია, ტაქტიკურად ჭკვიანია, თანამედროვე მოთამაშეა, თუ ასევე გააგრძელა, დიდი მომავალი ექნება, მეტადრე იმ ასპექტებში, რაც გასაუმჯობესებელი აქვს.

გამარჯვება განსაკუთრებით იმითაა კარგი, რომ ბიჭები თვითდაჯერებულები გახდებიან. ჩემს განკარგულებაში ვინც იყო, საქმე ყველა კარგად შეასრულა. უფრო მეორე ტაიმში, როდესაც მოწინააღმდეგემ პრესინგი შემოგვთავაზა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ კაცს, ტრენერს, 128 ტაქტიკური მონახაზი აქვს, დაიწყო საუკეთესოს ერჩევა და ბოლოს ორზე შეთანხმდა მე16 და 32ეტე. ამ ორიდან რომელი გამოიყენა ეგ თქვენ გაარჩიეთ, მთავარია, რომ ხვიჩას ძუნძული ტრენერის სკამთან თან რამდენჯერმე შეკითხვა
„„მე რა ვქნა, მეეე?! სად ჯანდაბაში ვდურთო თავიო?““ ეს მისი ტაქტიკის საიდუმლო ხოდი ყოფილა. ხო გაამართლა? ვერ იკუნტრუშა ბიჭმაა? მოგებით ქე მეიგეს და..
დიდება ხვიჩას! დიდება მამამისს! ჯუღელს! და დიდი მადლობა ბიძინას!
რაა? ტარიელა დამავიწყდაა? ჰმ, ტარიელა იცით ეხლა სადაა? არა ხო?
ასეც ვიცოდი; ტარიელა შვილიშვილთან ერთად ტულუზაში ბოინგის ბაზრობაზეა წასული. ბავშვს საკატაოდ ბოინგს ვუყიდი და აქანე გავჩნდებიო იმწამს!
და თქვენ რაფრა ფიქრობთ, ქვეყნის პირველი პენსიონერი დამავიწყდა ვითაა?
კ ო მ ბ ლ ე
17:03 19-01-2024
30
მეგობრებო, სიმართლის თქმაც უნდა ვისწავლოთ და მოსმენაც. ხვიჩა კვარაცხელია არის და იქნება კარგი ფეხბურთელი, ნიჭიერი, მაგრამ ის არ არის და არასდროს იქნება დიდი ფეხბურთელი... ეს კრიტიკა არ არის, ეს არის აშკარა მოცემულობა და მეტი არაფერი. ის ასეთია, და სხვა რამეს ნუ მოვთხოვთ!
ყველანაირ წარმატებას ვუსურვებ მას სულით და გულით, რაზეა საუბარი!!! ვისაც ფეხბურთი ესმის, ის დარწმუნებული ვარ, დამეთანხმება ჩემს დასკვნაში.
ნაღდი გულშემატკივარი
14:37 19-01-2024
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული