ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ნიჟნი ნოვგოროდში" იჯარით გაშვებული 23 წლის ნახევარმცველის კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ და "ჯვაროსნების" რიგებში თამაშის სურვილმა, რუსი გულშემატკივრების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მას თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა გამოექომაგა.

"მარადიშვილის სპორტული მოქალაქეობის შეცვლაში არაფერი კრიმინალური არ არის, რადგან ყველამ ვიცით, რაც ხდება. კოსტიამ თავად გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. იქ ის, შესაძლოა, შესარჩევ ციკლს გაივლის, გამოცდილებას მიიღებს. ამ საკითხზე მსჯელობა ადამიანურადაა საჭირო. საერთაშორისო სიტუაცია რომ სხვანაირი იყოს, დაფიქრება შეიძლებოდა, მით უმეტეს კონსტანტინე რუსეთშია დაბადებული, ახლა კი
უნდა წავიდეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები მას შეისწავლიან, ხოლო შემდეგ მის გამოძახებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მერე უკვე ყველაფერი კონსტანტინეზე იქნება დამოკიდებული. კლუბიც სარგებელს ნახავს, რადგან ბიჭი ნაკრებიდან უფრი თვითდაჯერებული დაბრუნდება, რამეთუ ეროვნული გუნდის წევრის სტატუსი ფსიქოლოგიური წნეხისგან გაათავისუფლებს", - განუცხადა ცვეიბამ "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 61 /
დღეს ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს კარგ საფეხბურთო ქვეყნებში: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში და ა.შ.
ერთი წუთით პოლიტიკა და პატრიოტიზმი რომ დავივიწყოთ, მაინც იბადება ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა რუსეთიდან ჩამოყვანილი ტიპი?! კარგი ქართველიც რომ თამაშობდეს ნიჟნი ნოვგოროდში, რა უნდა მას ნაკრებში? თუ მართლა ნაკრების დონის ფეხბურთელია, შვეიცარიაში ან პოლონეთში მაინც რატომ არ თამაშობს?
ქ. გ.
12:43 21-01-2024
27
რუსი ბოტების პროპაგანდის მოკლე შინაარსი:
თურმე რუსების აგრესია ჩვენ და უკრაინელებმა გამოვიწვიეთ, და ჩვენი ბრალი ყოფილა, რომ ე.წ. რუსებს შავი ზღვის კურორტების ოკუპირება უყვართ.
ქ. გ.
12:32 21-01-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული