lmattino იტყობინება, რომ "ინტერთან" იტალიის სუპერთასის ფინალში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება სათადარიგო იყოს.
გამოცემის ცნობით, ქართველი გადღლილია, მის მდგომარეობას შეაფასებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვეს, მას სავარაუდოდ ჯაკომო რასპადორი შეცვლის.
ხვიჩამ "ფიორენტინასთან" მოგებულ ნახევარფინალში 71-ე წუთამდე ითამაშა და ჩვეულად საუკეთესოდ ვერ გაისარჯა.
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ მილანური გუნდი აშკარად უკეთეს ფორმაშია, ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შეხვედრის უგოლოდ დასრულებას და პენალტების სერიას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კვარაცხელიას ძალუძს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქეს დიდი პრობლემები
შეუქმნას და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
ერ-რიადში მატჩი 22 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.