The Sunday Times: კვარაცხელიას მწვრთნელად მოურინიო - ნუთუ ეს გარდაუვალია?

AutoSharing Option
ბრიტანული The Sunday Times-ის ცნობით, "რომადან" დათხოვნილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საუდის არაბეთის "ალ შაბაბის" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მუშაობის ევროპაში და კერძოდ იტალიაში გაგრძელება სურს.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიო კარიერის გაგრძელების ვარიანტს მშვიდად ელის და მომავალ კვირაში თანამემამულე აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ერთად "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება. ამიტომ მას იტალია არ დაუტოვებია.

ნეაპოლური მედია ირწმუნება, რომ პორტუგალიელის აზრით, ნეაპოლურ კლუბს განვითარებისთვის "რომაზე" მეტი ფინანსური რესურსი გააჩნია და უნდა თავისი მაღალი კვალიფიკაცია დაამტკიცოს, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. მას დიდი ამბიციები გააჩნია და
თვლის, რომ შეუძლია "ნაპოლის" სკუდეტო მოაპოვებინოს.

პრობლემა შეიძლება გახდეს "განსაკუთრებულის" მიერ მოთხოვნილი მაღალი გასამრჯელო და ის, რომ სატრანსფერო პოლიტიკა თავად უნდა განაგოს და აგრეთვე, არ დაუშვებს კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გუნდის საქმეებში ჩარევას. მზადაა კი დე ლაურენტისი მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

ასე რომ, არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელი მოურინიო გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
პრეზიდენტი, რომელიც ისეთ მწვრთნელს ქირაონს, რომელსაც მისი შპარგალკები სჭირდება, დებილია, რადგან თვითონ შეძლებია შეითავსოს მწვრთნელობა და ამდენ ფულს მწვრთნელს რატომ უხდის?.
ჟორა გაბრიჭიძე
19:28 22-01-2024
0
ჟოზეს მოთხოვნა თუ ტრანსფერების მართვაა, მაშინ გამორიცხულია მისი ნაპოლიში მისვლა. 4 ფეხბურთელი რომ დაიმატა ამ ფანჯარაზე ნაპოლიმ, ვინმე ფიქრობს, რომ მათი დამატება მაცარის მოთხოვნით მოხდა? ლაურენტისი ტრანსფერებით შოულობს ფულს და მისი აზრია გადამწყვეტი ფეხბურთელის ყიდვაში, ასე რომ, ჟოზე ჩემი აზრით სხვა "ავტობუსს" თუ შეახტება, ლავრენტა არ გაუჩერებს. :)
გურულო
18:05 22-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული