კვარაცხელია შეცვალეს - კაცნაკლული "ნაპოლი" სუპერთასის ფინალში "ინტერთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლი“ „ინტერთან“ 0:1 დამარცხდა.

ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა მომენტებს ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა და თამაში მთლად ლამაზი სანახავი ვერ იყო. შემდეგ მილანურმა გუნდმა შეუტია, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელია მეურვეებს გაექცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. მე-60 წუთზე სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, „ნაპოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მწვრთნელმა მაცარიმ 70-ე წუთზე ხვიჩა გაეტანოთი შეცვალა. დარჩენილ დროში „ნერაძური“ შტურმზე გადავიდა და მარტინესმა კომპენსირებულ
დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 იანვარს სერია A-ში რომში „ლაციოსთან“ ჩაატარებს, რომელსაც კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“
ნაპოლი - ინტერი 0:1
გოლი: მარტინესი (90+1)
გაძევება: სიმეონე (60, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 72 /
აქ დაწერა ერთმა ზოგიერთს გიხარიათ კვარას ჩავარდნაო და ბიჭო კი არ მიხარია, ტიპი რომელიც წინა სეზონში ბურთს ახევდა თავზე ყველას, დღეს ჩვეულებრივი საშუალო დონის ფეხბურთელია, ვერანაირ ჟილკას და მონდომებას ვერ ვხედავ, ბურთს თუ მიცემენ ფეხებში მაშინ იწყებს მოძრაობას და ეგრევე პასს აბრუნებს თან უკან, ერთი და იგივე ადგილას მოძრაობს ტრამვაისავით, არ შედის სივრცეებში, უბურთოდ არ მოძრაობს და არ იხსნება ნორმალურად, გადაღლილი და დაბნეული დაბანცალებს მოედანზე, სადღაა წინა სეზონის "კვარადონა", "კვარავაჯო", ყველას უხაროდა რო ძლივს ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა რომელიც ასე მაღალ დონეზე თამაშობს და ისიც იმის მაგივრად აუმჯობესებდეს თავის შესაძლებლობებს უკან უკან მიდის, თან მარტო ჩვენ ხო არა მსოფლიო უყურებს და სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც ცუდია ამ ბიჭის ესეთი რეგრესსი, პირადად ჩემს სერიოზულ გაღიზიანებას და იმედგაცრუებას იწვევს და მერე ირონიას იწვევს უკვე, კი არ მიხარია. უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა უნდა ქონდეს ამ ბიჭს და ხვდებოდეს მისი წარმატება რას ნიშნავს მთლიანად საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის.
ზურა
13:29 23-01-2024
5
მაცარის შეცდომები:1)მეტოქის ხუთკაციან ნახევარდაცვას დაუპირისპირა ოთხი კაცი.2)პირველი ტაიმის შემდეგ არ შეეცადა თავისი შეცდომის გამოსწორებას და პოლიტანო არ ჩაანაცვლა შუახაზელით.3)ხვიჩას ვერ მოუძებნა ის ადგილი და ამპლუა ,როდესაც აღარ მოუწევდა უაზრო და უსარგებლო სირბილი მეტოქის ბურთის ფლობის დროს.4)არ შეცვალა სიმეონე პირველი ყვითელის შემდეგ.5)მიიღო არასწორი გადაწყვეტილება როცა უკვე მე-60 წუთიდან გუნდს დააწყებინა თამაში თერთმეტმეტრიანებამდე მისაყვანად და შეცვალა კვარაცხელია.რაც შეეხება მსაჯს---მან გააფუჭა და დაამთავრა თამაში მე-60 წთ-ზე ,რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებდა მთელს მსოფლიოში.მან დაივიწყა მთავარი:მსაჯმა უნდა უზრუნველყოს გამარჯვებულის გამოვლენა მაქსიმალურად თანაბარ პირობებში.
არგუტი
13:26 23-01-2024
2

სიახლეები პოპულარული