თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში "შახტარმა" ერევნის "პიუნიკი" 2:0 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შესვენებამდე ითამაშეს ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, სინჯებზე მყოფი თბილისის "დინამოს" 19 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე კი 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი "მეშახტეთა" მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა გააკეთა: "უპირველეს ყოვლისა, ყველა ფეხბურთელს სათამაშო დრო სჭირდება. ყველას 90 წუთი ვერ ვათამაშებთ, ამიტომ 45-45 წუთი დავუთმეთ. აგრეთვე, თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდებს მივეცი: ცუკანოვს, ოჩერეტკოს, ასევე ახალგაზრდა ბიჭს საქართველოდან, ლუკას, რომელიც ამ მომენტში ჩვენთან სინჯებზეა. მინდოდა ისინი საქმეში