„ბორდო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და შესვენების შემდეგ 18 წლის ნახევარმცველმა ემანუელ ბიუმლამ დააწინაურა, რომელსაც პასი პედრო დიასმა გაუკეთა. ცოტა ხანში მეტოქის კარი დიასმაც დალაშქრა, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს. 86-ე წუთზე კი ბორდოელთა სლოვენიელმა ლეგიონერმა ჟან ვიპოტნიკმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა - Sofascore 7.0, flashscore 6.7.
ჟირონდული გუნდი 25 ქულით მეცამეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 6 ქულით დაშორდა და 29
იანვარს „ანჟეს“ უმასპინძლებს.
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ვალენსიენი 3:1
გოლები: 1:0 ბიუმლა (57), 2:0 პედრო დიასი (66), 2:1 ბუტატაუ (80), 3:1 ვიპოტნიკი (86)