ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში შეკრებაზე მყოფი "სლოვანი" ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში "დინამოს" რიგებში ლუკა გაგნიძემ იასპარეზა. ბრატისლავურ გუნდში, რომელიც უმცროსი ვლადიმერ ვაისის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს. კანკავამ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში სლოვაკელთა გუნდში შეცვლაზე თავისუფალ აგენტად მყოფი ვაკო გვილია შევიდა.

რუსულ კლუბთან სპარინგმა უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია. "სლოვანმა" ყველა ინფორმაცია დამალა, ŠPORT.sk წერს, რომ შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში გაიმართა და ბრატისლაველებს აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებთან არ უნდა ეთამაშათ.

ჩეხური Sport-ის ცნობით, იმის გამო, რომ "სლოვანმა"
რუსულ გუნდთან ითამაშა, პრაღის "სლავიამ" ბრატისლაველებთან 4 თებერვალს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა.

კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა: "არ მინდა პოლიტიკა ფეხბურთთან დავაკავშირო. ეს ადამიანური ტრაგედიაა, რაც უნდა ხდებოდეს. მე რუსეთში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორია მათი მენტალიტეტი, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ნებისმიერ ძალადობას ვგმობ, თუმცა სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არაა".

მკითხველის კომენტარები / 68 /
ყველა (140 მილიონი) რუსი არის რუსეთის რეჟიმის სამხედრო დანაშაულებათა მორალური სპონსორი!!!
ყველა რუსი მიესალმება სხვა ქვეყნების შავი ზღვის კურორტების ოკუპაციას.
ქ. გ.
24 იანვარი 2024 11:26
20
ისევ აირია მონასტერი,არ გამიკვირდება ქართული კლუბებიც თუ ეთამაშებიან ოკუპანტებს,ჩვენ ხო უპრინციპო ერი ვართ, ზედ ხომ გვივლიან, მაინც მათი მონები ვართ,ელარჯის და ერთი ადგილის წელია ერი!!!!!
სანდრო
24 იანვარი 2024 03:54
61
ერის ლანძღვის უფლება ვინ მოგცა??? შეიძლება თავად ატყობ თავს მონურ ფსიქოლოგიას და უპრინციპობას, მაგრამ ერის სახელით ნუ ისაუბრებ...
სანდრო-ს
24 იანვარი 2024 08:41
5
რა შუაშია ერი? რა სისულელეა?!
!!!
24 იანვარი 2024 08:09
6
რუსების კოლექტიური ფსიქოზი არის კრემლის დანაშაულებათა ძირითადი მიზეზი და პირობა. პუტინი მოკვდება, მაგრამ რუსეთის აგრესია გაგრძელდება. 1991-1993 წლებში ქართველებს გენოციდი რომ მოუწყვეს, მაშინ პუტინი არ იყო კრემლში. პუტინები მოდიან და მიდიან, მაგრამ რუსების აგრესია გარანტირებული გაქვს. შენი შვილებიც და შვილიშვილებიც დაზარალდებიან რუსების დანაშაულებათა შედეგად.
ქ. გ.
24 იანვარი 2024 15:28
4
Re: "სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არაა"
პოლიტიკა ყველაფერთან კავშირშია.
ქ. გ.
24 იანვარი 2024 03:48
9
მეგობარო,სპორტი პოლიტიკასთან თავიდან ბოლომდე კავშირშია
დათო
24 იანვარი 2024 08:30
3
ვაისის სიტყვებია ბრჭყალებში.
დათოს
24 იანვარი 2024 12:12
1
2008 წლის ომის შემდეგ,სულ რათაც თვეები იყო გასული,მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს და რუსებს ერთი ადგილის ლოკვა რომ დაუწყო..არც კულტურული და არც მით უფრო,სპორტული კავშირები არ გაგვიწყვეტია..დანარჩენ მსოფლუოზე ხომ საუბარიც ზედმეტია.არავის საპროტესტო ხმა-კრინტი არ დაუძრავს.
აშკარაა,რომ მრავალ ნაძირალა ვაიპატრიოტს,ბილწი პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო, უკრაინა და მისი ხელისუფლება ურჩევნია საკუთარ ქვეყანას..
ითანაშეს და ითამაშეს სლოვაკებმა ამ რუსებთან,მათ შორის ჩვენებურებმა.რა,დაიქცა ქვეყანა,პუტისნისტები გახდნენ ამით თუ რუსეთუმეები? ან რაიმე პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინეს? ამ ბილწი ლოგიკით,მაშინ იმ უამრავი ევროპული ქვეყნის მტავრობები,რომლებიც ახლაც ვაჭრობენ რუსეთთან,მათ შორის აშშ,ყველა ნაძირალა პუტინისტი ყოფილა,ფარისეველი და მსოფლიო მოსახლეობის თვალის ამხვევები..მაგრამ,ასე ხომ არ არის რეალურად?! მაშ ჩვენ რაღას ვიწეწავთ თმებს ამ ტიპის მოსამზადებელი თამაშების გაპროტესტებით? სისულელე და უაზრო მარაზმატიკული მატრაკვეცობა მგონია პირადად მე ეს ყოველივე.დანარჩენ ყველას კი თქვენ-ტქვენი მოსაზრებით გაგიმარჯოთ.მთავარია საქართველოს ნაღდ სიყვარულსა და რეალურ მსახურებაში არ შეგვეშალოს რაიმე!!!
კოლხიდელი
24 იანვარი 2024 11:22
22
რუსეთი ჯერ მაშინ უნდა გაეპანღურებინათ ჩვენ რომ დაგვესხა 2008-ში . არ გააკეთეს ეს და თვითონ აღიარებენ შეგვეშალაო. ხოდა ახლა რომ როგორც იქნა გააპანღურეს, უნდა გვეწყინოს არა? ავტომატურადაა ისე, რომ რაც ცუდია რუსეთისათვის, კარგია ჩვენთვის. ყველა სფეროში. ეს მხოლოდ იმიტომ კი არა რომ თავის დამპალ ტყავზე უნდა იგრძნონ რასაც ბოლო 30 წელია (მანამდეც) გვიკეთებენ, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ პრაგმატულად გვაწყობს მაგ ფაშისტური სახელმწიფოს მოკვეთა ყველა სფეროდან. მარტო კვარას მაგალითი კმარა. კიდევ ერთხელ რ ა ც ც უ დ ი ა მ ა თ თ ვ ი ს კ ა რ გ ი ა ჩ ვ ე ნ თ ვ ი ს !
კაი ერთი
24 იანვარი 2024 12:47
9
კაი 2008ში ვერ მიხვდა და 2014 ში რამ შეუშალათ ხელი? ძაალიან მაგარი მეამიტი ხარ თუ მარტლა გონია რო ამერიკას უკრაინელი ადარდებს და არა ის რო კონკურენტი ჩამოიშოროს და ტავად გაყიდოს ნავთობი და გაზი ძვურად ცინეტთანაც როცა დაჭირდება მარტივად დაიწყებს ომს ტაივანის გამოყენებიტ წარმოიდგინე ამერიკამ დაარღვია სანქცია რომელი სხელმწიფო გაუბედავს რამე უთხრას? აი სხვამ რო ქნას ეგრევე სანქციებს დადებს 2022ში რო მიხვდები პუტინი ტურმე ტირანი როა სასაცილოა სატირელი რო არ იყოს ვერაფერი გამარტლება ვერ ექნება 2008 წლის ომის ცვეულებრივ ამბად წარმოჩინებს რაც არ უნდა ბოდიშები იხადონ ევროპა-ამერიკიდან
კაი ერთის
24 იანვარი 2024 15:20
6
ოხხ!!! თქვენ მართლა გადაგვარებულებო, ჩლუნგებო და კუჭის მონებო!!! რაა?? ჩეხებისთვის და სხვა ევროპელებისთვის თუ ამერიკელისათვის არის სპორტი პოლიტიკა კავშირში და თქვენთვის არაა?? რომლებსაც, წარსულზე რომ არაფერი ვთქვათ უახლესი ისტორიის მანძილზე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი წაგლიჯეს რუსებმა, ქართველები ეროვნების გამო დახოცეს და ცხვრებიცით გამოდევნეს საკუთარი სახლებიდან, მიწასთან გაასწორეს ქართული სოფლები და ყოველნაირად ცდილობენ იქ ქართული კვალიც კი წაშალონ, ყოვედღიურად ბოსტნებიდან ქართველებს იტაცებენ ან ძაღლებივით ხოცავენ თავისივე გავლებულ ე.წ. საზღვარზე, ქართველებს მხომოდ ტაკი მასხარებად,იგრუშკებათ,კარგ მომღერლებათ, გამრთობლებად და საერთოდ ქვეყანად კი არა სახინკლეთ აღიქვავენ .....მაინც რამ გამოგათაყვანად ასე....კი ასეა ის გაგნიძეც და სხვებიც ფულის და მუცლის მონები არიან... რა??? არ შეიძლებოდა?? პროტესტს თუ არ გამოთქვამდნენ ეს სავარჯიშო თამაშში არ ეთამაშად მაინც და პატივი ეცათ არა ამ გადაგვარებული არსებებისთვის, რომლებისთვის პოლიტიკა, სპორტი არ არის,ვინც გვიმტკიცებს რუსებს ხელგაშლილი უნდა შევხვდეთ, ველაქუცოთ,ფეხქვეშ გავეგოთ,ვაგრიალოთ შარა-შარა და ძვირფასი სტუმრებივით გავაცილოთ, არამედ მათვისთვისაც ვისთვისაც რუსეთი ქართველების დაუძინებელი ისტორიული მტერია და ის როგორმე უნდა შეაჩერონ ყველა საშუალებით, მათ შორის სპორტული იზოლაციით..... მერი კი იგივე გაგნიძე, გვილია თუ ჩვენი კაპიტანი კანკავა ჩამოვა აქ და ქართულ ჰიმრს მღერის, სხვათა შორის თქვენი ნაქები კვარაც იგივეს ბლუყუნებდა დამტვრეული რუსულით იქ თამაშისას მაშინ როდესაც რუბინი და რუსეთი იყო მისი ოცნების გუნდი და ქვეყანა და არა ნაპოლი და იტალია.ამიტომაც გაორებული გრძნობა მაქვს მარტის თამაშების- ერთი მხრივ ძალიან მინდა საქართველოს ნაკრები გავიდეს ევროპაზე, მეორე მხრივ ამ ფეხბურთელების ცრუ ემოციებს რომ წარმოვიდგენ.......
Jora-giorgi
24 იანვარი 2024 11:57
22
მასე გააგრძელეთ.
რუსებთან იტამაშეთ. გუნდებში რუსი ტრენერი დანიშნეთ. მერე ესნგეს ტურნირზეც გამოდით.
ფინალში მაყურებელი არ შეუშვათ სტადიონზე, რუსები არ გაღიზიანდენ.
დინამოს ბაზა დაანგრიეთ. გარშემო კურპუსები ჩადგით.ფედარაციაში ინგლისურის სპეციალისტი არ დანიშნოთ, დებულებას რო გაეცნონ, რუსები არ გაღიზიანდენ.
მარტის თამაშებზე რამე მოიფიქრეთ ნაკრები რო გამოვარდეს, რუსები არ გაღიზიანდენ.
კაშიამ ორივე ხელზე გაიკეთოს ფერადი სამკლაური.
ევრო ტურნირებზე ქართულმა გუნდებმა 8-0-ები წააგონ, რუსები რო არ გაღიზინდენ.
ფედერაციამ იმაყუთოს და აატკატოს. მიდით აბა თქვენ იცით :)
las
24 იანვარი 2024 10:31
15
ამაში მარტო ვაისი არ არის დამნაშავე. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთმა რუს და ბელარუს მსახიობებს, სპორტსმენებსა და კულტურის მოღვაწეებს მოუხსნა სანქციები. სამწუხაროდ, არ ესმით, რომ ეს ე.წ. კულტურის მოღვაწეები პუტინის რეჟიმს ემსახურებიან. პირდაპირ და ირიბათ რუსეთის პროპაგანდის დიდი მექანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია სპორტი და ხელოვნება.
ქ. გ.
24 იანვარი 2024 08:19
6
ყოჩაღ კაშია!!ორი კვირის თავზე ორჯერ გახვრიტე ფსკერი!!! ნუ გაგნიძეზე და კანკავაზე არც ადრე ვიყავი უკეთესი წარმოდგენის,დავაი, დავაი ბიჭებიი!!!!!!
ირაკლი
24 იანვარი 2024 04:00
58
cudia imedebi ro gicruvdeba jigaro tumca kashias imedi saertod rato gqonda? kashiam wlebis win achvena vitesshi ra mzec iyo da merec araferi shecvlila,xo ici mzisgan salamuri ro ar ketdeba da ragato gikvirs?? kaci ro tavis gundels megobars tanamemamules ar daayenebs pirvel adgilze imisgan raa gasakviri?? jvari gvweria da omi ro daiwyos da brdzola mogviwios chveni qveynistvis kashias imedi zurgidan rogor unda gvqondes?
gel-100
24 იანვარი 2024 10:19
5
Kankavaze ratom iyavi cud azrze???gultmisani xar???
L.J .
24 იანვარი 2024 10:17
1
ზოგიერთი მართლა ისეთს დაწერს რომ გაოგნდები:(, რუსი რამ შეგაზიზღათ და კითხვას სვავს სახარება არ გაქვთ წაკითხულიო??? იკუოანტთან და სისხლიმსმელთან ფეხბურთის თამაშზე გაგახსენდა სახარება და ამდენ ადამიანს რომ ხოცავს უკრაინაში მაშინ არ გახსივთ თყ როგორაა თქვენი საქმე???!!!ეს ვითომ მორწმუნე რუსეთუმე “მართმადიდებლები” რომელ რა წიგნს ეძახით სახარებას და რა ფასეულობებით ცხოვრიბთ საერთოდ??? რაც შეეხება ამ კონკრეტულ თამაშს, გინდა ჩემიანი იყოს და გინდაც უცხო, ყველას ერთად გაგარტყით!!!!!!!
პაატა
24 იანვარი 2024 20:27
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული