ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში შეკრებაზე მყოფი "სლოვანი" ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში "დინამოს" რიგებში ლუკა გაგნიძემ იასპარეზა. ბრატისლავურ გუნდში, რომელიც უმცროსი ვლადიმერ ვაისის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს. კანკავამ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში სლოვაკელთა გუნდში შეცვლაზე თავისუფალ აგენტად მყოფი ვაკო გვილია შევიდა.

რუსულ კლუბთან სპარინგმა უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია. "სლოვანმა" ყველა ინფორმაცია დამალა, ŠPORT.sk წერს, რომ შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში გაიმართა და ბრატისლაველებს აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებთან არ უნდა ეთამაშათ.

ჩეხური Sport-ის ცნობით, იმის გამო, რომ "სლოვანმა"
რუსულ გუნდთან ითამაშა, პრაღის "სლავიამ" ბრატისლაველებთან 4 თებერვალს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა.

კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა: "არ მინდა პოლიტიკა ფეხბურთთან დავაკავშირო. ეს ადამიანური ტრაგედიაა, რაც უნდა ხდებოდეს. მე რუსეთში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორია მათი მენტალიტეტი, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ნებისმიერ ძალადობას ვგმობ, თუმცა სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არაა".

მკითხველის კომენტარები / 68 /
Გურამიკო კაშია როგორ თამაშე ბნელი დინამო მასკვას წინააღმდეგ შენ ხომ პრადვინუტი ტიპი ხარ.
გიო
24 იანვარი 2024 05:12
2
ფსკერიიი!!!!
საქართველო უპირველესად
24 იანვარი 2024 04:35
1
რას ვიზამთ ყველა ანწუხელიძესავით გმირი და ვაჟკაცი არ არის!!!!
ლია
24 იანვარი 2024 04:33
7
რომელიმე ქართველ სპორტსმენს იგივე ვაჟკაცობა ეყოფა,რაც ებრაელმა ფეხბურთელმა გააკეთა მტრულად განწყობილ თურქეთში თამაშის დროს??!!ან მხითარიანმა, როცა ბაქოში არ ჩავიდა სუპერ თასის სათამაშოდ???!! ა რ ა ვ ი ს!!!!!
გაგა
24 იანვარი 2024 04:31
6
ბაქოში არჩასვლა რა ვაჟკაცობაა? მაშინ მეც ვაჟკაცი ვყოფილვარ, ევროპაში რომ არ ჩავდივარ.
პუტინი
24 იანვარი 2024 18:57
5
უნდა დასაჯონ სლოვანი და მოხსნან ტურნირებიდან 1 წელი.სირცხვილია ქართველებო პროტესტი უნდა გამოგეცხადებინათ
დავთ
24 იანვარი 2024 04:26
6
ყოჩაღ კაშია!!ორი კვირის თავზე ორჯერ გახვრიტე ფსკერი!!! ნუ გაგნიძეზე და კანკავაზე არც ადრე ვიყავი უკეთესი წარმოდგენის,დავაი, დავაი ბიჭებიი!!!!!!
ირაკლი
24 იანვარი 2024 04:00
58
cudia imedebi ro gicruvdeba jigaro tumca kashias imedi saertod rato gqonda? kashiam wlebis win achvena vitesshi ra mzec iyo da merec araferi shecvlila,xo ici mzisgan salamuri ro ar ketdeba da ragato gikvirs?? kaci ro tavis gundels megobars tanamemamules ar daayenebs pirvel adgilze imisgan raa gasakviri?? jvari gvweria da omi ro daiwyos da brdzola mogviwios chveni qveynistvis kashias imedi zurgidan rogor unda gvqondes?
gel-100
24 იანვარი 2024 10:19
5
Kankavaze ratom iyavi cud azrze???gultmisani xar???
L.J .
24 იანვარი 2024 10:17
1
ისევ აირია მონასტერი,არ გამიკვირდება ქართული კლუბებიც თუ ეთამაშებიან ოკუპანტებს,ჩვენ ხო უპრინციპო ერი ვართ, ზედ ხომ გვივლიან, მაინც მათი მონები ვართ,ელარჯის და ერთი ადგილის წელია ერი!!!!!
სანდრო
24 იანვარი 2024 03:54
61
ერის ლანძღვის უფლება ვინ მოგცა??? შეიძლება თავად ატყობ თავს მონურ ფსიქოლოგიას და უპრინციპობას, მაგრამ ერის სახელით ნუ ისაუბრებ...
სანდრო-ს
24 იანვარი 2024 08:41
5
რა შუაშია ერი? რა სისულელეა?!
!!!
24 იანვარი 2024 08:09
6
Re: "სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არაა"
პოლიტიკა ყველაფერთან კავშირშია.
ქ. გ.
24 იანვარი 2024 03:48
9
ვაისის სიტყვებია ბრჭყალებში.
დათოს
24 იანვარი 2024 12:12
1
მეგობარო,სპორტი პოლიტიკასთან თავიდან ბოლომდე კავშირშია
დათო
24 იანვარი 2024 08:30
3
ასეთები არიან ქართველები,როცა ფულზე მიდგება საქმე მარტო სამშობლოს კი არა, დედა მშობელსაც გაყიდიან,სადა არის ბიჭებო თქვენი პრინციპულობა???!!!
!!!
24 იანვარი 2024 03:37
37
შე მართლა ტლუ,კაშია,კანკავა და გაგნიძე ქართველები არ არიან?! ეთქვათ მათი ქვეყნის ოკუპანტი რუსებთან თამაშზე უარი,როგორც მხითარიანმა,როცა ბაქოში არ ჩავიდა პროტესტის ნიშნად!!!!
ნიკა ს
24 იანვარი 2024 13:52
1
რა შუაშია ქართველობა შენ ტლუ მონა მართლა
ნიკა
24 იანვარი 2024 10:26
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული