საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება იტალიურ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
meczyki.pl-ის ცნობით, არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ "კრაკოვია" დატოვოს.

გამოცემის ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩიკი წერს, რომ კაკაბაძეს პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ მისი სამსახურით სერია A-ში გადასვლისთვის მებრძოლი "კრემონეზე" დაინტერესდა და მოხარული იქნება, თუ გადაიბირებს.

კაკაბაძე "კრაკოვიაში" 2021 წელს გადავიდა და მას შემდეგ 61 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ესქტრაკლასას ბოლო, "ლეგიასთან" საშინაო შეხვედრაში (2:0) კი გუნდის კაპიტანი იყო.

"კრაკოვია" ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილზეა და გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში კლუბის
ხელმძღვანელებისგან ქართველის შენარჩუნებას მოითხოვენ.

რაც შეეხება "კრემონეზეს", რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი იცავს, სერია B-ში მესამე პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კონტრაქტის გაგრძელება უნდათ და ახლა კაპიტნობაც მიანდეს, სკამებს რომ ახეხინებდნენ მაშინ რა იყო, წადი ოთო აპენინებზე.
tobo
27 იანვარი 2024 14:03
0
როგორ მინდა კიტეიშვილიც გადავიდეს ან იტალიაში,ან ესპანეთში!!!დროა უკვე!!
ირაკლი
26 იანვარი 2024 13:53
0
კაკაბაძემ საგრძნობლად მოუმატა ამ ბოლო დროს. ადრე შეტევაში ჩართვისას კი კარგი იყო, მაგრამ დაცვით ფუნქციებში ვერ იყო ისეთი, ევროპული საზომით ნამდვილად კარგ მცველს რომ შეესაბამება. ახლა ამ კომპონენტშიც ძალიან მომატებული აქვს. კრემონეზეზე უკეთეს გუნდსაც გაქაჩავს, ცემი აზრით. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ შემთხვევაშიც და ზოგადადაც იმაზე, თუ ნაკრებს რა წარმატება ექნება. ისე კი, პოლონეთის ჩემპიონატშიც შეიძლება სერიოზულად განვითარდეს ფეხბურთელი, თუ საქმეს სწორად მიუდგება. და გავითვალისწინოთ ერთიც, რომ თუ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ფეხბურთელმა მოახერხა და თავისი გუნდის ლიდერი ან თუნდაც გამორჩეული ფეხბურთელი გახდა, აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას იმ ტოპ საფეხბურთო ქვეყნიდან.
არტ
26 იანვარი 2024 13:39
0
ძალიან მაგარი ბიჭია, ნაკრების ბოლო თამაშებზე უფრო დავაფასე, იმდენად აშკარად გამოჩნდა მისი კლასი სხვა ამ ამპლუის მოთამაშეებთან შედარებით. მას შეუძლია კიდევ 4 წელი ( მეტიც) გამოადგეს ნაკრებს, მთავარია ტრავმა არ მიიღოს და უფრო მეტი სტაბილურობა ქონდეს. წარმატებები!!!
კისისხეველი
26 იანვარი 2024 12:15
0
მიდი რა ოთო, რამდენი ხანია მინდა შენი ნორმალურ გუნდში ნახვა. პოლონეთზე მეტს იმსახურებს ეს ნიჭიერი კაცი. კრემონეზე წელს კაი ფორმაშია და დაბრუნდებიან სავარაუდოდ სერია აში
Psx
26 იანვარი 2024 12:14
0
ყველაზე დიდი ნაკლი ისა აქვს, რომ ძალიან სუსტია ბოლო ფაზაში, ანუ როცა უკვე საგოლე პასია გასაკეთებელი, არასოდეს ბურთი ადრესატამდე არ მიდის, თუ ეს კომპონენტი გამოასწორა, მაშინ სულ სხვა დონის მცველი იქნება. ამის გარეშე განაპირა მცველის ფასი კაპიკია.
26 იანვარი 2024 11:14
0
რა უცნაურია, კაცო ბოლო მატჩში კაკაბაძის პასით არ გაიტანა კვარაცხელიამ? ეხლა ამის წერა საკვირველია
26 იანვარი 2024 20:35
0
ბოლო პასის სისუსტე,შესაძლოა კარის წინ,შემტევების პასიურობითაც იყოს გამოწვეული.როცა აქტიურ პოზიციას არავინ იკავებს,კარის წინ,კვარაცხელიას ეფექტურობაც კი იკარგება.რა თქმა უნდა ოთარსაც იგივე პრობლემა აქვს,თუმცა მისი ჩაწოდებებიც რომ ხშირად არ გამოირჩევა სიზუსტით,ამის უარყოფა არ ღირს.ბოლო ხანებში ძალიან მოუმატა და რა თქმა უნდა მაგაზეც იმუშავებს.
სოსო
26 იანვარი 2024 19:14
1
ბოლო მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, იმდენად რომ ჩემთვის საუკეთესო იყო მოედანზე. წარმატებები ამ ბიჭს, ყოჩაღ
C
26 იანვარი 2024 09:56
0
ნაკრებში მის თამაშს ვგულისხმობ ც
Beqas c
26 იანვარი 2024 20:32
0
ფლანგზე ითამაშა?
beqa
26 იანვარი 2024 10:59
0
კაკაბაძეს გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია თამაში და ყოველთვის მიკვირდა რატომ თამაშობს პოლონეთის არაფრით გამორჩეულ გუნდში ამდენი წელი?!
Givi
26 იანვარი 2024 09:25
0
მეთქი კვეკვესკირზე დაიწერა))) და საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა , თუმცა კვეკვე მაგარია ))
ილიავარ...
26 იანვარი 2024 09:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული