საზონოვი ჩინებულად შევიდა შეცვლაზე - "ტორინომ" სტუმრად "კალიარის" სძლია

AutoSharing Option
სერია A-ს 21-ე ტურში „ტორინომ“ გასვლაზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა 77-ე წუთზე ანგარიში შეამცირეს, რის შემდეგაც ტურინული გუნდის მცველი საბა საზონოვი 78-ე წუთზე ანტონიო სანაბრიას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიკავა ადგილი და საკმაოდ კარგად ითამაშა. აქედან მოყოლებული სარდინიელები შტურმზე გადავიდნენ და კონტრშეტევაზე კომპენსირებულ დროში პიეტრო პელეგრისგან გოლი მიიღეს, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ბოლოს საზონოვმა ორჯერ არ გაატანინა მეტოქეს და „ტორინომ“ გაიმარჯვა.

საბამ ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა - Sofascore 7.1, Whoscored 6.6,
flashscore 6.4.

„ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ტორინო 1:2
გოლები: 0:1 საპატა (23), 0:2 რიჩი (45+3), 1:2 ვიოლა (77)

მკითხველის კომენტარები / 12 /
აქ საბა საზონოვზე და სხვა სტატიებში,ახალგაზრდული ნაკრების,სხვა ლიდერებზე,ხშირად წერენ,რომ სასწრაფოდ უნდა დააყენონ,ძირითღად შემადგენლობაში და ნაკრების სტაჟიანი წევრები,პენსიაზე გაუშვან.და ეს მიუხედავად იმისა,რომ რამდენიმე ახალგაზრდა,უკვე ახლავე,ძირითადის წევრებად ითვლებიან და სისტემატურად თამაშობენ,ნაკრებში.ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლკაც გავიმეორებ,რომ ბნაკრების ხელოვნურად გაახალგაზტრდავება,მხოლოდ და მხოლოდ ვნების მომტანია,რადგან კონკურენციის გარეშე,ვინმეს დაწინაურება,მის პროგრესს ,ყოველთვის ხელს უშლის.დიეგო მარადონა,1978 წელს,არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს,ნაკრებშიც უკვბე ნათამაშები ჰქონდა,მაგრამ ლუის მენოტიმ,ძალიან სწორად ჩათვალა,რომ 17 წლის ასაკში,მსოფლიოს ჩემპიონატში თამაში,ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი დატვირთვა იქნებოდა და სანაკრებო სიაში არ შეიყვანა.1982 წელს,დიეგო უკვე ნაკრების საკმაოდ გამოცდილი წევრი იყო,მაგრამ როგორც აღმოჩნდა,ჯერ კიდევ არ იყო,ფსიქოლოგიურად საკმაოდ მომწიფებული და მსოფლიოს ჩემპიონატი,საკმაოდ სკანდალური გაძევებით დაასრულა.მხოლოდ 1986 წელს მოგვევლინა,ნაკრების ჭეშმარიტ ლიდერად,რომელსაც ვერავინ აჩერებდა.ასეა,ყველაფერს თავისი დრო აქვს და აჩქარება,ყოველთვის არ მოიტანს,სიკეთეს.ფეხბურთელი,კლუბში უნდა დამწიფდეს,ფსიქოლოგიურად გაიზარდოს და როცა სხვებზე ძლიერი გახდება,მხოლოდ მაშინ დაიკავოს ადგილი,ნაკრებში.
სოსო
21:45 27-01-2024
0
Imito sheyavs mwvrtnels rom axalgazrda pespeqtiulia da xedavsro sheudzlia maxal doneze tamashi bonjornos shemcleli iqneba swored saba imitomrom bonjorno male gadava an milanshi an napolishi
0

სიახლეები პოპულარული