Geo Team: უარი 700 ათასზე - ქვილითაიამ რუსულ კლუბში გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ რუსულ გუნდში გადასვლაზე უარი განაცხადა:

"რუსული პრემიერლიგის კლუბ "სოჭს" "აპოელის" ქართველი კაპიტნის გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა. "სოჭი" მზად იყო "აპოელისთვის" გიორგი ქვილითაიას ტრანსფერში თანხაც გადაეხადა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა უარი თქვა.

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "სოჭი" გიორგი ქვილითაიას წლიურ ანაზღაურებად 700.000 ევროს სთავაზობდა.

30 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი "აპოელთან" 4 თვეში მთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. გიორგი ქვილითაიას რუსეთის ჩემპიონატში თამაში არ სურს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაუუუუუ მაგარიაააა !!! სალუკა "პრეზიძენწი" ღირსების ორდენს არ აძლევს მაგიზა ??
zura222
15:47 28-01-2024
9
შეცვლაზე შესული, უკვე დაღლილი ფეხბურთელი ვის რაში ჭირდება? ამას საერთოდ ნაკრებში ვინ იძახებდა? ხო გამახსენდა, უჭკუო გაისი
თემო
15:40 28-01-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული