toro: ახლა საბას დროა - საზონოვმა "ტორინო" გადაარჩინა და ერთ-ერთი გმირი გახდა

AutoSharing Option
„კალიარისთან“ მოგებულ გასვლით მატჩში (2:1) შეცვლაზე შესულმა „ტორინოს“ მცველმა საბა საზონოვმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და toro აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი გმირი გახდა.

გამოცემა წერს, რომ ალესანდრო ბონჯორნო დისკვალიფიკაციის გამო 4 თებერვალს „სალერნიტანასთან“ შეხვედრას გამოტოვებს, თავის გამოჩენის შანსს საზონოვი მიიღებს და მისი დრო დადგა.

საბა „ტორინოში“ გასული წლის აგვისტოში გადავიდა და გუშინ ნამატჩევს კომენტარი იტალიურად გააკეთა: „ძლიერი, ძალიან ძლიერი მცველები გვყავს. ჩემთვის კონკურენცია კარგია, ვინაიდან ახალგაზრდა ვარ და ახლა შანსი მომეცემა. შეიძლება „სალერნიტანასთან“ თავიდანვე ვითამაშო, რაც მნიშვნელოვანია, რადგან სასტარტოში მეორედ
მოვხვდები. სათანადოდ მოვემზადები. ყველაფერი წესრიგშია.

12 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა ერთ-ერთი გმირი გავმხდარიყავი? ჩემთვის ყველაფერი წარმატებულად წარიმართა, რამეთუ გავიმარჯვეთ. რთული შეხვედრა იყო, განსაკუთრებით ბოლო 12 წუთი. შესაძლოა, წინ ვერ წავედი, მაგრამ მთავარი მოგებაა.

საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. კარგი სეზონი მქონდა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ასევე კარგად იასპარეზა. კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მე და „კვარა“ სერია A-ში ვთამაშობთ, რაც მნიშვნელოვანია“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი მცველია და .... ის მაინც ოკუპანტია და თავისი უხსენებელი ქვეყნის უხსენებელი პრეზიდენტის მეხოტბე რუსეთის პასპორტი მაინც ჩააბარა თუ ოფიციალურ ოკუპანტს ვათამაშებთ ნაკრებში...???
40
ორ წელიწადში,საბა,საქართველოს ნაკრების შეუცვლელი მცველი იქნება.
მეგობრებო,გუშინ,შაბათს,27 იანვარს,პირველ არხზე,14 საათზე,საფეხბურთო ტაიმ აუტში,მიშა მესხზე,სლავა მეტრეველზე და კიდევ სხვა ბევრ რამეზე ისაუბრეს,ვოვა გუცაევმა,მურთაზ ხურცილავამ,ლევან ნოდიამ და მოწვეულმა გულშემატკივრებმა.ძალიან საინტერესო იყო და ყველას გირჩევთ,ჩანაწერი მაინც ნახოთ.მეც ბევრი რამე გავიგე,ახალი და ახალგაზრდებისთვის,კიდევ უფრო საინტერესო იქნება!
სოსო
12:07 28-01-2024
0

სიახლეები პოპულარული