ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" გამარჯვება ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში „უოტფორდმა“ სახლში ჩემპიონშიფის მესამეადგილოსან „საუთჰემპტონთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

მატჩს 16 688 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 4 029 სტუმართა გულშემატკივარი იყო.

მასპინძლები დებიუტში საჯარიმოდან გატანილი გოლით მათეუს მარტინსმა დააწინაურა. სტუმრები ბევრს უტევდნენ და 89-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და რეგლამენტის მიხედვით გადათამაშება 10 დღის შემდეგ საუთჰემპტონში გაიმართება.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო, 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 86-ე წუთზე კი შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore7.0,
whoscored 6.9, sofascore 6.7.

„უოტფორდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება და 4 ფრე) და შემდეგ შეხვედრას 31 იანვარს ჩემპიონშიფში გასვლაზე „შეფილდ უენსდეისთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 მარტინსი (5), 1:1 არმსტრონგი (89)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგით ერთიი!!! აღარ მოგწყინდათ ეს ერთი და იგივე დეჟურნი ფრაზა-ჭაკვე ფორმას კრეფს!! რა ვეღარ აკრიფა თქვენ დალოცვილებოო!! არ ათამაშებენნო ვერ დაიჩივლებთ,ათამაშებენ და შედეგი რაა?, ლამის სეზონი მიიწურა და ფეხბურთელს,რომელსაც კვარასთან ერთად მოვიხსენიებთ და ლამის მთავარი იმედად მარტის თამაშებში, გამოდის მეორე ლიგის მე-10 ადგილზე მყოფ გუნდში და სულ ერთი გოლი აქვს გატანილი... ისე როგორც დავითაშვილი და ზივზივაძეც მეორე ლიგის მაჩანჩალა კლუბებში გამოდიან და პერიოდულად თუ გაიბრწყინებენ, ასე რომ ცოტა რეალობის შეგრძნებაც არ გვაწყენდა, არ არის საჭირო გაუთავებელი ბაქი-ბუქი არ არიან ჭაკვე,დავითაშვილი,ზივზივაძე,კიტე, კვეკე, მიქაუტაძე და ა.შ. იმ დონის ფეხბურთელები,რომლებიც გამოვლენ და აუცილებლად მოსაგებ,პრინციპულ თამაშს მოიგებენ,ასეთი ჩვენ მხოლოდ კვარა გვყავს და კიდევ მამარდა- 90 პროცენტით მათზე იქნება დამოკიდებული თუ რა შედეგიც დაიდება.
tENGO
09:56 29-01-2024
2
უოტფორდში ჩაკვეტაძე აშკარად ფორმას კრეფს ასე უნდა გააგრძელოს შრომა ინგლისში ამის დაფასება არ ეშლებათ.ფორმის პიკში მალე შევა ჩაკვე.უოტფორდიდან ჯერ არსად უნდა წავიდეს მერე კი აუცილებლად შეამჩნევენ უკეთესი კლუბები.ჩემპიონშიპი საკმაოდ კარგი ლიგაა დიდი სისწრაფეები და საკმაოდ კარგი ტემპია იქ.
ქომაგი
03:20 29-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული