მძიმე სანახაობა ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "ლაციოსთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ლაციოს“ დაუზავდა - 0:0.

პირველი ტაიმი ძალიან მძიმე სანახავი იყო, მოედანზე საინტერესო საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. შესვენების შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად სანახაობრივი გახდა, გოლინის კარში კასტელიანოსის გატანილი ულამაზესი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ლამის დუბლებით მოასპარეზე „ნაპოლის“ შეტევების ორგანიზება უჭირდა, სიტუაცია ვერც შეცვლაზე შესულმა დებიუტანტებმა ნგონჟმა და დენდონკერმა ვერ შეცვალეს და მაცარის გუნდმა ისე, რომ კარში ბურთი არ დაურტყამს, ფრეს მიაღწია.

„ნაპოლი“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა და 4 თებერვალს
„ვერონას“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ნაპოლი 0:0

alt"ნაპოლიმ" კვარაცხელია უნდა გაყიდოს" - "პარტენოპეის" ყოფილი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 26 /
მატჩის გმირი, ხვიჩას გოლით გაიმარჯვეს,და კიდევ ამისთანები.და საერთოდ მოწყვეტილები ხართ რეალობას.მე მგონი ამ წელს კვარაცხელია იქნება ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი!!!
kako
20:56 04-02-2024
1
კვარასთან ერთად დაფრინავენ ხომ?
ვახო
12:48 29-01-2024
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული