გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, რომელსაც "აპოელთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, "სოჭში" გადასვლაზე უარი განაცხადა. რუსული კლუბი ქვილითაიას წლიურ გასამრჯელოდ 700 ათას ევროს სთავაზობდა. ამის შესახებ РБ Спорт-თან კომენტარი საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა გააკეთა:
"მას "სოჭიმ" წინადადებით მართლა მიმართა. ჩვენ უარი ვთქვით, რადგან სხვა კარგი ვარიანტები არის - ეს ძირითადი მიზეზია. ხელშეკრულების დასრულებას ველით.
მართლა იყო საუბარი წლიურ 700-ათასიან ანაზღაურებაზე? მე ციფრებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა".