რატომ არ ისურვა ქვილითაიამ რუსულ გუნდში გადასვლა - სიტუაცია აგენტმა განმარტა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, რომელსაც "აპოელთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, "სოჭში" გადასვლაზე უარი განაცხადა. რუსული კლუბი ქვილითაიას წლიურ გასამრჯელოდ 700 ათას ევროს სთავაზობდა. ამის შესახებ РБ Спорт-თან კომენტარი საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა გააკეთა:

"მას "სოჭიმ" წინადადებით მართლა მიმართა. ჩვენ უარი ვთქვით, რადგან სხვა კარგი ვარიანტები არის - ეს ძირითადი მიზეზია. ხელშეკრულების დასრულებას ველით.

მართლა იყო საუბარი წლიურ 700-ათასიან ანაზღაურებაზე? მე ციფრებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
დააკვირდით ფორმას : ყვითელ -ლურჯი მაისური აცვია(თ)...
მთელი ევროპა გააბრიყვეს უკრაინელებმა, რუსეთს ეომებიან,პუტინს აგინებენ და საკუთარი ნებით არ თმობენ ტერიტორიებს, მეტიც არ აცხადებენ კაპიტულაციას, რომ ხალხი არ დაიხოცოს და მშვიდობა დამყარდეს.
აგერ, კვიპროსშიც უკრაინის დროშის ფერებში გამოუწყვიათ გუნხები...
და ერთი წესიერი ქართველი ფეხბურთელის "გაბრიყვება" გაუჭირდებოდათ ?!
ჰოდა, უკრაინის ბრალია, აბა რა ! ))))))...
-----------------
შენ გაიხარე ქვილითაია !!!
უკრაინის ბრალია ! )))
00:38 29-01-2024
34
რატომ უარყოფითი შეფასება,შე კაცო? "გაიხაროს ქვილითაიამ"-ო არ მოგეწონა, თუ უკრაინამ გაგაბრაზა ? :)
"ანტილაიქის" ავტორს
01:04 29-01-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული