"წავა თუ არა დავითაშვილი "ბორდოდან"? - ჟირონდელების მთავარმა მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 29 იანვარს, ლიგა 2-ის 22-ე ტურში, "ბორდომ" "ანჟერს" უმასპინძლა და ზურიკო დავითაშვილის გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟირონდელთა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალგაზრდა შემტევი გუნდს არ დატოვებს.

"ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორები, რომ შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილმა და ალბერტ ელისმა გუნდი დატოვონ. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ მათ აქ დარჩენა სურთ და დიდი ალბათობით, ეს ასეც მოხდება. ისინი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და მათ გასხვისებას არ განვიხილავთ",
- განაცხადა რიერამ.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში "ბორდოს" მაისურით ლიგა 2-ში 21 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ბორდომ" დავითაშვილის თაობაზე სარფიანი წინადადება მიიღო - ზურიკო ტრანსფერს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

altL'Équipe: ფინანსურ კრიზისში მყოფ "ბორდოს" შეიძლება დავითაშვილის გასხვისება მოუწიოს

altზურიკოს გოლით - კაცნაკლულმა "ბორდომ" ერთ-ერთ ლიდერს სძლია [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო დავითაშვილმა "ანჟესთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 2 /
წავა, ახლა მაგასაც კალთებს ახევენ ხვეწნით დიდი კლუბები, მაგარი არასტაბილური ფეხბურთელია.
Dato
09:15 31-01-2024
1
ყარაულის თოფიც გავარდა
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული