მთელი ტურინი და იტალური მედია საზონოვის ამ საქციელმა აღფრთოვანებული დატოვა - საბას ეს ფოტო ვირუსულად ვრცელდება და მისი პოპულარულობა იზრდება [PHOTO]

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში იტალიელებმა გაავრცელეს ფოტო, თუ როგორ გადაადგლდება "ტორინოსა" და საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ტურინში საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

Sportall.Ge

როგორც იტალიური მედიიდან ვიგებთ, ჩვენებური ვარჯიშიდან სახლში ტრამვაით ბრუნდება.

"70-იან წლებში ტრამვაით გადაადგილება და იქ ფეხბურთელის ნახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ახლა ასე არაა. საბა საზონოვის ტრამვაიში გამოჩენამ მისი იმიჯი და პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და ეს ფოტო ვირუსული გახდა.

გულშემატკივრები ყოველთვის გაოცებული არიან ბალოტელის Lamborghini-თ ან კრიშტიანო რონალდოს Ferrari-თ, ამჯერად ეს არის ტრამვაი, რომელიც იწვევს ინტერესს და აღძრავს კოლექტიურ ფანტაზიას.

საზონოვი
ხშირად იყენებს ტრამვაის მე-4 ხაზს რათა იაროს ვარჯიშებზე. ახლა მას კარიერაშიც კარგი პერიოდი უდგას და ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეუძლია", - წერს იტალიური მედია.
მკითხველის კომენტარები / 28 /
Did fexburts itamashebs saba.
Levani
30 იანვარი 2024 22:37
0
აწი გაუჭირდება სიარული
giorgi
30 იანვარი 2024 14:53
2
მედალს აქვს ორი მხარე:
1) თავდაბალია, წესიერია, კარგი ტიპია, ტურინელებს მოსწონთ ასეთი პიროვნებები და ა.შ. და ა.შ.
2) გუნდის ხელმძღვანელობის გადმოსახედიდან უპრეტენზიოა, არ აინტერესებს ავტომანქანა, ბინა ქალაქის ცენტრში, ნორმალური ხელფასი, ბონუსები. ერთი სიტყვით არ არის პრეტენზიული და ჩვენი პირობებით ვაბურთავებთ.
ხომ არ გაგონებთ ეს ნაპოლის დამოკიდებულებას ხვიჩასადმი!?
გაითვალისწინე ეს საბა!

ძველი გულშემატკივარიmodi
30 იანვარი 2024 15:50
21
საბას ეტყობა რომ დისციპლინირებული და მშრომელი ბიჭია, მის მიერ იტალიურის სწავლა ასეთ მოკლე დროში ბევრ რამეზე მეტყველებს. ის ასეთი მენტალობით და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით ბევრს მიაღწევს.
კვარა
01 თებერვალი 2024 21:22
2
ტრავმაი ტრავმაი
გოგა
30 იანვარი 2024 15:06
7
თან რამსიგრძე ფეხები აქვს ეგეც ხო რაღაცაა აა?ეგ რომ გაგვექცეს მაგის დამჭერი გვყავს ვინმე?
რაიოო? ქვილითაიას ნარბენი არ გაიშვას, დებილი ეეგ.
კ ო მ ბ ლ ე
30 იანვარი 2024 16:26
51
ასეთი უსაქმური რა გაჩნდი ამ ქვეყანაზე... საზოგადოებრივ აქტივობებში არასდროს ჩაერთო გთხოვ ვინც არ უნდა იყო და აქ წერე რამდენიც გინდა ))))) უბანშიც არ გახვიდე, ბავშვები არიან მაინც და რამე გავლენა არ მოახდინო მათზე
რა მაფიაა?
30 იანვარი 2024 17:30
3
ეს რომ მერი გახდება, შეიძლება ამან აღადგინოს ტრამვაი თბილისში
30 იანვარი 2024 17:02
27
კარგი ბიჭი ხარ საბა.
გეგი
05 თებერვალი 2024 01:34
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული