საბა ხვადაგიანმა "დინამო" დატოვა და კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი კარიერას "მაკაბი ნეთანიაში" გაარძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ისრაელურმა კლუბმა დაადასტურა.

Walla-ს ცნობით, "დინამო" ტრანსფერიდან 350 000 ევროს მიიღებს. ხვადაგიანმა კი ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

შეგახსენებთ, ხვადაგიანმა გასულ სეზონში "დინამოს" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 3 გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

21 წლის ცენტრალურ მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამიკვირდა მეგონა უკეთეს ჩემპიონატში წავიდოდა...წარმატებები საბას კარგი ბიჭი ჩანს და უნდა კიდევ მოუმატოს წესით...
Givi
15:28 31-01-2024
1
წარმატებები საბა
dato
16:08 31-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული