ფრე შეფილდში და ჩაკვეტაძის კარგი შეფასებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „შეფილდ უენსდეის“ დაუზავდა (0:0), რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, ურიგოდ არ გაისარჯა, ორი ისეთი გადაცემა გაუკეთა პარტნიორებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ გაიტანეს. ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მა 7.2 ქულით შეაფასა, whoscored-მა 7.1 ქულით, sofascore-მა კი 6.8-ით.

„უოტფორდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება და 5 ფრე), 41 ქულით მეცხრე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 3 თებერვალს „კარდიფ სიტის“
უმასპინძლებს.

შეფილდი. „ჰილსბორო“
შეფილდ უენსდეი - უოტფორდი 0:0

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაკვე,აუცილებლად გჭირდება გოლი, ან საგოლე პასი!!!
0
ვინც ნეგატიურ და ცინიკურ კომენტარებს წერთ, ზოგადად, მხოლოდ ამ სტატიას არ ვგულისხმობ, მართლა მაინტერესებს თქვენი მოტივაცია.
გთხოვთ, არ დაიზაროთ და იქნებ მიპასუხოთ.
ნაკლი და გამოსასწორებელი ყველას გვაქვს. მათ შორის, ფეხბურთელებსაც. მაგრამ ასე, თქვენი მხრიდან დაცინვით რომ დადებითისკენ ვერ შეიცვლებიან, ხომ ნათელია.
დავარქვათ თქვენს კომენტარებს ,,კრებსითი კომბლეს კომენტარები". მაგ კომბლეს, თქვენს შორის სხვებზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული, თორემ ერთნი ხართ.
შეგიძლიათ თქვათ რა გინდათ? რატომ გაქვთ დამცინავი კომენტარები?
გოგია
11:24 01-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული