კვარაცხელია "მილანისა" და "ბარსას" წინააღმდეგ - ქართველების საინტერესო თებერვალი

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩ(ებ)ის მოახლოებასთან ერთად, ქართველი ლეგიონერების შესახებ უფრო მეტს ვიფიქრებთ. ფაქტობრივად, გაორებული გრძნობაა - გვინდა, ჩვენს ბიჭებს მაქსიმალურად ბევრი სათამაშო დრო ჰქონდეთ, ამავდროულად კი, მათი ტრავმების ალბათობასა და ზოგიერთ შემთხვევაში, გადაღლილობაზე ვღელავთ. თებერვალი მოკლე თვეა (წელს ნაკიანია), რომლის დროსაც "ბორჯღალოსნებს" "რაგბი ევროპის" გათამაშებაზე ვნახავთ, 12-დან კი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე ჩაერთვებიან...

ევროტურნირები

უკვე მეორე წელია, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჩვენთვისაც "ცხელა" - ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. "ნაპოლიმ" გასულ სეზონში მერვედფინალური ეტაპი გერმანულ "აინტრახტთან" გადალახა, ახლა კი გაცილებით დიდი და საპასუხისმგებლო
გამოცდა აქვს - "ბარსელონასთან". ხავის გუნდი იდეალური ფორმისგან შორსაა, თუმცა წყვილში ფავორიტად მიიჩნევა, "კვარას" მადრიდის "რეალის" შემდეგ, სეზონში კიდევ ერთი დიდი კლუბის წინააღმდეგ თამაშისა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება. პირველი მატჩი 21 თებერვლის საღამოს, "დიეგო მარადონაზეა".

ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" 16 და 22 თებერვალს მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიურ "ბრაგას" შეხვდება. ამავე დროს ქართველების დაპირისპირება გვაქვს კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში, სადაც ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" კაშია/კანკავა/გვილიას "სლოვანს" გაეჯიბრება. გვახარებს "კიტეს" დროულად მომჯობინება, ის ნაკრებს ძალიან სჭირდება.

Sportall.Ge

იტალია

მოქმედ ჩემპიონ "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად დიდი ჯაფა დაადგება. ვალტერ მაცარის გუნდს, "ბარსელონას" გარდა, საშინაო ფრონტზეც დიდი ბრძოლები ელის. მთავარი მეტოქე "მილანია", რომელსაც 11 თებერვალს (23:45 საათზე) ესტუმრება. გარდა ამისა, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 4 შეხვედრას ჩაატარებენ - "ვერონასა" და "ჯენოას" უმასპინძლებენ, ხოლო "კალიარისა" და "სასუოლოს" ესტუმრებიან. თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.

სერია "ა"-ს სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოსწორებას ეცდებიან საბა საზონოვის "ტორინო" და გიორგი კვერნაძის "ფროზინონე." ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ბოურჯორნო საკმაოდ დიდი ხნითაა ტრავმირებული, რაც საზონოვის სასტარტოში ყოფნას უნდა ნიშნავდეს.

Sportall.Ge

გაუმჯობესების შანსები

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას", ქართველი კიპერის შესანიშნავი თამაშის წყალობითაც, ევროტურნირებზე გასვლის შანსი გაუჩნდა. მე-8 ადგილზე მყოფი "ღამურები" თებერვალში 4 შეხევდრას ჩაატარებს - შინ "ალმერიასა" და "სევილიასთან" (3 და 18 თებერვალი), სტუმრად კი "ლას პალმასსა" და "გრანადასთან" (11 და 24).

ფრანგული "ლიგა 1"-ის ცხრილში აღზევება და გავარდნისგან გადარჩენა სურს გიორგი მიქაუტაძის "მეცს". მათ ამ თვეში 4 მატჩი ექნებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი 24 თებერვალს, "ლიონის" წინააღმდეგ, ე.წ. ექვსქულიანი დაპირისპირება.

ექვსეულში შესვლისა და პრემიერლიგისთვის ბრძოლის შანსი აქვს გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდს". კარგ ფორმაში მყოფი გუნდი თებერვალში თასზე "საუთჰემპტონსაც" შეხვდება. 

წარმატებულ თვეს ველით!..

alt"ამან შეიძლება კვარაცხელიას არაგანზრახვითი დემოტივაცია გამოიწვიოს" - იტალიური მედია ასახელებს თანხას, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

alt"შტურმის" მწვრთნელმა კიტეიშვილის მომავალზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა რაა!!!! ჩემპიონშიპია განსაკუთრებით მაღალი დონის, საზონოვი და კვერნაძე ხომ შტანგებს ღუნავენ, ვინ დარჩა კვარა და მამარდა-სულ ეგ არის... არა და იყო დრო,როდესაც კალა და მჭედლიშვილი სერი ა-ში ხოლო კობიაშვილი,ჩქიტიშვილი იაშვილი ბუნდესლიგაში დაფრინავდნენ,ამათ დაუმატეთ არველაძე და ქეცბაია,ყველა ეს ფეხბურთელები დაახლოებით ერთი თაობისანი არიან და მერე რაა??....ასე რომ ტყუილად ნუ ბაქი-ბუქობთ ქართული ფეხბურთი იმაზე გაცილებით ჭაობშია ვიდრე პირველი არხის,იმედისა და მთავარი ტვ-ს სპორტული გადაცემები წარმოაჩენენ, თუ არა და შეხედეთ ქართულ კლუბების შედეგებს და ნაკრების ჯგუფში ბოლოდან ტრადიციულ მეორე ადგილს... კიდევ 1-7 თბილისში ესპანელებთან ვითომ არ ყოფილა??, რაც არ უნდა საზონოვის,მიქაუტაძის და მარადიშვილის ჭ კლასის დონის ფეხბურთელები დავიმატოთ,რომლებსაც არანაირი ბმა არ აქვთ ქართულ ფეხბურთან არაფერი გამოვა, რეალურად დღეისათვის კვარა და მამარდა გვყავს და 99 პროცენტით მათ იმედათ უნდა ვიყოთ.
KVARADONAAA
09:56 02-02-2024
2
რა დრო დაგვიდგა! ამდენი ქართველი ევროპის მოწინავე ქვეყნების ჩემპიონატებში დიდი ხანია არ გვყოლია ან გვყავდა საერთოდ?
სერია ა-ში 4? ლა ლიგა, ჩემპიონშიპი...სიზმარია თუ ნაღდი?

ზაალი
19:52 01-02-2024
4

სიახლეები პოპულარული