შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ სტუმრად „ჰათაისპორთან“ 1:3 დამარცხდა.

"ჰათაისპორი" 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც „ფატიჰ კარაგუმრუკი" შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდა, ანგარიში შეამცირა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო გიორგი აბურჯანია.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 24 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს სახლში თასზე „სამსუნსპორთან“ ჩაატარებს.

მერსინი. „მერსინ სტადიუმი“
ჰათაისპორი - ფატიჰ კარაგუმრუკი 3:1
გოლები: 1:0 მასანგა (41), 2:0 სტრანდბერგი (51, პენ), 1:2 ლაზანია (86), 3:1
მასანგა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 8 /
Აკეთეთ ის რაც გამოგდით-საკუთარი თავის პიარი.ვან გაალმა ესა თქვა,კანიჯამ ისა თქვა და კიდე კურტუმ გამობზეკილებმა იცეკვეთ...ის იყო მაგარი უზბეკეთის კორუმპირებული ჩემპიონატი რო მოიგეს და სპექტაკლები რო დადგეს ცეკვასა და სიმღერაში
არველაძეებს
04 თებერვალი 2024 16:44
0
შოთისგან დადგება კაი კომენტატორი .
ერო
03 თებერვალი 2024 15:59
1
რომელიმე კარგმა მწვრთნელმა შეიძლება გამოიყენოს ასისტენტის როლში. შეიძლება შემტევ ფეხბურთელებთან ივარჯიშოს კარში დარტყმის სწორ ტექნიკაზე.
ქ. გ.
03 თებერვალი 2024 08:35
1
ლაპარაკი უფრო მაგრად გამოსდის, შეიძლება ვთქვად, სერიოზული ვარჯიშის შემდეგ გადასარევი კომენტატორი გახდებოდა.

მწვრთნელი მაგისგან - რავარც ჩურჩხელადან სალამური - აი, ისე არ გამოვა.

მწვრთნელისთვის ზედმეტად მოდემოკრატო მიდგომა აქვს , ვითომ თანამედროვეობს რაცხას , ლაი ლაი კი გამოსდის ცარიელი. და, რა თქმა უნდა, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ზ ე თავისი აზრის გამოხატვის რაცხანაირი უნაირო ჟინი აქვს.
ნაღდად არაა ცუდი ბიჭი, მარა დიდი მწვრთნელი მაგის ტიპის ადამიანისგან - წარმოსადგენადაც სასაცილოა.
შოთა არველაძეს
03 თებერვალი 2024 03:48
5
არ იცის და არც ეშვება…
ფეხბურთი
03 თებერვალი 2024 02:01
1
სადაც იყო სწორედ ისაა სამწუხაროდ შოთას ჭერი როგორც მწვრთნელის ფახთაკორი. რაც ტაშკენტიდან წავიდა ევროპაში ვერსად გაქაჩა სადაც უნდა გამოჩენილიყო მისი ლეველი და სამწვრთნელო წინსვლის მაგიერ ყველა გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს ისე იქნება ამ ფატიჰ კარაგუმრუკიდანაც.
Capitani Esgeso
03 თებერვალი 2024 01:07
0
როგორი ფეხბურთელიც იყო, იმის მეასედიც კი არაა მწვრთნელის რანგში
ხვიჩა
02 თებერვალი 2024 20:30
6
ხვიჩას- რა თქმა უნდა შენთან ვერ მოვა,ვერც ფეხბურთელობაში და ვერც მწვრთნელობაში,მაგრამ სულაც არ არის ცუდი მწვრთნელი
ადამიანი
02 თებერვალი 2024 22:57
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული